გერმანიის საფეხბურთო კავშირმა იულიან ნაგელსმანს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
შედეგად, ნაგელსმანი გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლომდე იმუშავებს. აქამდე კონტრაქტი ძალაში ევრო 2024-ის ბოლომდე იყო.
იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრები 2023 წლის სექტემბერში ჩაიბარა და მას შემდეგ „ბუნდესნაკრებმა“ 3 მატჩი მოიგო, 2-ჯერ დამარცხდა და ერთხელ ფრეს დასჯერდა.
ნაგელსმანი მანამდე „ჰოფენჰაიმის“, „ლაიფციგისა“ და „ბაიერნის“ მწვრთნელი იყო.