„ნაციონალების“ გემიდან ძმები ბეჟუაშვილებიც გადახტნენ

„ნაციონალების“ გემიდან ძმები ბეჟუაშვილებიც გადახტნენ

44 წლის ქართველი ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი მე-14 დეპუტატი გახდა, რომელმაც საპარლამენტო უმცირესობა - „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ბეჟუაშვილმა ეს ნაბიჯი, ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის დასრულებისთანავე გადადგა.

დავით ბეჟუაშვილი ერთგვარი რეკორდსმენია.  1999 წელს იგი პარლამენტში, მაშინდელი მმართველი პარტიის, „მოქალაქეთა კავშირის“ მაჟორიტარ დეპუტატად შევიდა; 2004, 2008 და 2012 წლებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის სტატუსით.