მზადება რევოლუციისთვის - „იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდის სიკვდილი“

მზადება რევოლუციისთვის - „იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდის სიკვდილი“

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია მაგალითია იმისა, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციამ კატასტროფული შედეგი მოიტანა, რაც იყო სწორედ უცხო ქვეყნების სადაზვერვო ჯგუფის ინტერესი. ლექტორები, რომლებიც ამ აქციის მონაწილეები არიან სტუდენტებთან ერთად და ორგანიზებას უკეთებენ რადიკალიზაციას, ამ ენერგიით რომ ლექციებს კითხულობდნენ და სამეცნიერო მუშაობას ეწეოდნენ სტუდენტებთან ერთად, ალბათ, არ გვექნებოდა ასეთი მძიმე მდგომარეობა.

ახალგაზრდები, რომლებიც ე.წ. „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ დატრეინინგებული არიან და ეს მათი მოქმედებით დასტურდება. ისინი ძალადობენ პოლიციელებზე და შეიძლება ითქვას, რომ გათამამებული არიან პრეზიდენტის ბოლო შეწყალებით, რადგან სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, რომელმაც პოლიციელების წინააღმდეგ გამოიყენა მოლოტოვის კოქტეილი.

ხელწერა იგივეა, როგორც 7-8 მარტის მოვლენების დროს, დღესაც ახალგაზრდები აკერმანის ტრენინგის სულისკვეთებით მოქმედებენ. აქციის მონაწილეები პოლიციელებს აბრმავებენ ლაზერული ფარნებით, რომლის სახელზე მინათება არ შეიძლება, რადგან იწვევს მხედველობის დაკარგვას.

რადიკალები რომ პროცესების გამწვავებაზე მიდიან და სახელმწიფო გადატრიალების წინაპირობას ქმნიან, ამ მიმართულებით სახიფათო განცხადება უკვე გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დევი ჭაკოტაძემ, რომლის განცხადებით, აქციაზე ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. ჭანკოტაძემ ურჩია ხელისუფლებას, რომ გაიტანონ ეს კანონი, რადგან კანონის მიღება გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს.

დევი ჭანკოტაძის ეს სკანდალური განცხადება იდენტურია თემურ ალასანიას, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ცნობილი სატელეფონო საუბრის, როდესაც სააკაშვილი იძლეოდა რჩევას, რომ საჭიროა ერთი ადამიანის მკვლელობა და მეტი ეფექტისთვის უმჯობესია, ეს იყოს ორსული ქალი, რაც გამოიწვევდა პროცესების რადიკალიზაციას. დღესაც, ხელისუფლება იგივე ძალის პირისპირ დგას, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე მზარდია.

განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ დასავლეთი მუშაობს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად. „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მტრები, ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, პირდაპირ მოუწოდებენ რადიკალებს რევოლუციური შტურმისკენ. შესაბამისად, მისი თქმით, კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ ხელს შეუწყობს, გაირკვევს, ვის მიერ ფინანსდება რადიკალური პროცესები.

„საქართველოს მტრები ქვეყნის შიგნიდან თუ მის გარედან, საბედნიეროდ, ყველა არა, პირდაპირ მოუწოდებენ რადიკალებს რევოლუციური შტურმისკენ. ვნახეთ დევი ჭანკოტაძის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი. ეს არის მათი სავიზიტო ბარათი - მათ სისხლი სწყუროდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ახლა ოპოზიციაშიც. სიკვდილი, მსხვერპლი, ანტიქართული ცხოვრება - ეს არის მათი ცხოვრების წესი.

გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს, გავარკვიოთ, რადიკალური პროცესები ვის მიერ ფინანსდება. პარტნიორებს რად უღირთ, რომ არ გამოვიდნენ და არ თქვან, კი ბატონო, გამჭვირვალე იქნება ის, რასაც საქართველოში დავაფინანსებთ და სად მიდის ჩვენი ფულიო. ამ დესტრუქციად უღირთ, რომ თქვან, დონორებს ვალდებულება ექნებათ, რა ფულსაც ჩარიცხავენ, ეს ქართველმა ხალხმა იცოდეს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აბსოლუტურად დაუშვებელია, განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან, ასეთი სახის განცხადებები. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, აქციაზე იყვნენ ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირი ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობაზე გადასულიყვნენ.

„რაც შეეხება ჭანკოტაძის ამ განცხადებას, ზუსტადაც, ეს წამოცდენა იყო იმ სახის, რომ ერთადერთი აგრესია შეიძლება მოდიოდეს ზუსტად ამ რადიკალური ჯგუფებისგან. ჩვენ ვნახეთ, მომზადებულებიც იყვნენ მისულები, აირწინაღებით და მოწოდებებიც ვნახეთ. „ენჯეოები“, რომლებიც ამ ყველაფერში არიან თანაორგანიზატორები, როგორ ისტერიას თესავენ პირდაპირ. რუსეთის ძახილით, საბოლოო ჯამში, გააფერმკრთალეს, მათ შორის, ის საფრთხეები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ჭანკოტაძეს ჰქონდა ძალიან მაღალი თანამდებობა ჩვენს ქვეყანაში და მას ჰქონდა სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციებთან და დოკუმენთებთან კავშირი. ამასთან ერთად, ის მჭიდროდ თანამშრომლობდა სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანწილად აქვთ სადაზვევრო ფუნქცია საქართველოში.

„მან თავისი სტატუსიდან გამომდინარე, ძალიან კარგად იცის, რა განცხადებას აკეთებს. ალბათობის მაღალი ხარისხით, მან გააჟღერა იმ გეგმის ნაწილი, რომელი სცენარითაც, სავარაუდოდ, უნდა განვითარდეს რუსთაველზე მოვლენები და რომელმაც, საბოლო ჯამში, უნდა გამოიწვიოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღევა. ნებისმიერი სასიკვდილო აქტი იქნება ყველაზე ხელსაყრელი პირობა იმისა, რომ მოხდეს საპროტესტო მუხტის აწევა, ამიტომ, ეს უნდა ჩავთვალოთ მესიჯად ორი მიმართულებით: ერთი - სტრატეგიის გაჟღერება, რომელიც შედის იმ სახელმწიფოების დასაზვერვო ინტერესებში, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული საკუთარი სახელმწიფოების სადაზვერვო პროპაგანდაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და მეორე მიმართულება, ეს გახლავთ გარკვეული მოწოდება“, - აცხადებს კუხალაშვილი.

რაც შეეხება მეთოდოლოგიას და კანონსაწინააღმდეგ ნივთებს, რაც გამოყენებული იქნა საპროტესტო აქციაზე და რითაც შეიარაღებული არიან აქციის მონაწილეების უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, როგორც კუხალაშვილი აცხადებს, აშაკარად, ეს არის სადაზვერვო პროპაგანდის ფუნქციის მქონე ქმედებები.

„დავაკვირდეთ მასმედიის საშუალებებს და თვითონ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს - ცალსახად იკვეთება ე.წ. აგენტ პროვოკატორების და აგენტ დეზინფორმატორების ფუნქცია. მართვადობის ცენტრი, რომელიც ამ პროცესებს მართავს მესიჯების სისტემით, ისინი ზემოქმედებას ახდენენ როგორც საზოგადოებაზე, ასევე იმ ადამიანებზე, ვისაც აქვთ უფლება დაიცვან კონსტიტუციური წესრიგი. ასე რომ, პოლიციის და სპეცსამსახურის დემორალიზაცია ეს არის ძირითადი დანიშნულება იმ აქციის ორგანიზატორების, რომელთაც დაგეგმილი აქვთ კონსტიტუციური წყობილებით ძალადობრივი რღევა და ალბათობის მაღალი ხარისხით, იმართებიან უცხო სახელმწიფოებიდან.

სისტემული ხასიათი მიიღო იმ ფაქტმა, რომ პოლიციელებზე ხდება პირდაპირ თვალებში ლაზერული მოწყობილების მინათება და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი იმ აქციის. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ლაზერული გამოსხივება შრომის უსაფრთხოების კუთხით წარმოადგენს საფრთხის მნიშვნელოვან ფაქტორს. ამიტომ, ამ ზემოქმედებით შესაძლებელია, რომ პოლიციის თანმშრომლებს დაუზიანდეთ მხედველობა და ეს ამ შემთხვევაში ხდება მიზანმიმართულად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გაახმოვანა ოპოზიციის გეგმა. როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, არსებობს ინფორმაცია, რომ იგეგმება ერთ-ერთი ახალგაზრდის სიკვდილი, რათა მოქმედი ხელისუფლება „ააყირაონ“. შესაბამისად, იგი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, გაფრთხილდნენ, ვინაიდან ოპოზიციისთვის მხოლოდ სატყუარას წარმოადგენენ.

„არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდის სიკვდილი, რადგან ანტისახელმწიფოებრივ ძალებს მიაჩნიათ, რომ ფატალური შედეგი მარტივად ააყირავებს მოქმედ ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურები  ყველა ზომას მიიღებენ, მაგრამ ახალგაზრდებო, უშინაარსო პროტესტს აყოლილო ადამიანებო, გაფრთხილდით, თქვენ ოპოზიციისთვის მხოლოდ პოლიტიკურ ანკესზე წამოგებული უმნიშვნელო სატყუარა ხართ!“, - აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

 

 

ცუგო- ყურადღებით დააკვირდით მომიტინგეებს, პალანაქეშებს ვინ ჩივის, გეიპარადი შემოგვაპარეს...
1 თვის უკან
ლაზი თუ მართლა რაიმე მოხდება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პრეზიდენტად წოდებულ ს. ზურაბიშვილს, რომელიც თავისი ქმედებებით აქეზებს და ასტიმულირებს ძალადობის ვაკხანალიას ამ ქვეყანაში.
1 თვის უკან
trampi პრეზიდენტი უფრო ყელს მოიღერებს
პლიუს პატრონების წინაშე უფრო დიდ რეჩებს დააარტყამს .... თანაც ფრანგულად
1 თვის უკან
trampi თამარ ჩიბურდანიძე:

თუკი ჩვენი „პარტნიორი“ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთ ზეწოლას, ალბათ მეტი სიმართლის თქმა მოგვიწევს მომავალში. სათქმელი კი, ნამდვილად, ძალიან ბევრია

თქვიიით მერე თქვით
მე კი უთქვენოდაც ყველაფერი ვიცი კოლუმბის ჩათლახობებისა, მაგრამ ეგ ყველაფერი ხალხსაც გაგაგებინეთ, ხალხს
1 თვის უკან
ცუგო- თქვეს ნაწილობრივ, გუშინდელ განცხადებაში...
1 თვის უკან