„ხვალ რომ მტრები და მოყვრები ყირაზე დადგნენ, მერე სად მიდიხარ?! აგერ, გუშინდელი მეგობრული უკრაინა - დღეს უკვე ემუქრება საქართველოს და კინწისკვრით გამოგვიძევეს ელჩი!“

„ხვალ რომ მტრები და მოყვრები ყირაზე დადგნენ, მერე სად მიდიხარ?! აგერ, გუშინდელი მეგობრული უკრაინა - დღეს უკვე ემუქრება საქართველოს და კინწისკვრით გამოგვიძევეს ელჩი!“

პარლამენტმა განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი აირჩია, შესაბამისად, პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ მიერ შემუშავებული ორი ალტერნატიული პროექტი ჩააგდო. ხმის მიცემის პროცედურა ერთიანი კენჭისყრით ჩატარდა. „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საფუძვლად მიღებისა და ალტერნატიული პროექტების უარყოფის შესახებ პარლამენტის დადგენილებას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა კი 25-მა მისცა.

როგორც „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, ხელისუფლება იღებს კანონს, რომლითაც ისტორიულ მტრებსა და მოკავშირე მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. მისი თქმით, უმრავლესობის კანონპროექტის რეალური მიზანი ევროპის მტრად გამოცხადება, ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ხელისუფლების რეალური მოტივი გამჭვირვალობის კუთხით დამატებით ზომების მიღება რომ იყოს, მათ ალტერნატიულ საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭერდა მხარს.

„იცით ვინ იდგა გუშინ აქციაზე? - აქციაზე იდგნენ ახალგაზრდები, ის ადამიანები, ვისაც მთელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება პირდაპირ უპირისპირდება, ათასგვარ კამპანიას შლიდა მათი დისკრედიტაციისთვის. ვერ შეაშინეს ეს ხალხი, ვერ შეაშინებენ ვერც საჯარო მოხელეებს. საჯარო მოხელეები ერთი წლის წინ ევროპის მხარდამჭერ აქციაზეც ასიათასობით ადამიანის გვერდით იდგნენ - ცდილობდნენ დაეშინებინათ, დასდევდნენ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ. გუშინ როცა გავედი აქციაზე, ათეულობით საჯარო მოხელე შემხვდა, რომელიც იქ იდგა და აპროტესტებდა - ვერ შეაშინებენ ამ ადამიანებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მაშინ, როდესაც ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე და ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საქართველოს შემთხვევაში, კანონი, რომელიც ა-ო ავალდებულებს წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებას, იგივე ევროპელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების განცხადებით, ქვეყნის ევროპულ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მაგალითად, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თავს უფლებას აძლევს და აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის მწვრთნელებს კრემლში. ამბობს, რომ „რუსული კანონი“ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ეს, მაშინ, როდესაც ე.წ. „რუსლი კანონსის“ განხილვა მიმდინარეობს ევროპარლამენტში.

გასულ კვირას, „გამჭვირვალეობის შესახებ კანონი“ და ამ შემთხვევაში, საკმაოდ მკაცრი, მიიღო საფრანგეთმა, მაგრამ საფრანგეთის ელჩი საქართველში აცხადებს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს, მაგრამ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, შერაზ გასრის ინფორმაციით, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.

„ჩვენ და ასევე საქართველოს სხვა მეგობრები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მისი გაწევრიანება, ვეუბნებით საქართველოს, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ასე რომ, გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია. როგორც აღვნიშნე, კანონპროექტი საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს, ჩვენ არ ვართ ის, ვინც კანონების შესახებ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს“, - განაცხადა ელჩმა.

„ქართული ოცნების“ დეპუატატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არ არის განმარტება, ეს არის ფაქტი - ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას. დავით მათიკაშვილის თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილს საქართველოში, კარგ საქმეებთან ერთად, ექსტრემიზმი და ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაც აქვთ დაფინანსებული.

„უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის სტიგმაო. ჯერ ერთი, სად ნახეთ თქვენ, რომ აქ რომელიმე ქვეყანაზე იყოს საუბარი, როგორც ერთმნიშვნელოვნად მტრულად ჩამოყალიბებულ ძალაზე? და მეორე, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არ არის განმარტება, ეს არის ფაქტი. ფაქტია, რომ ის, ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას.

ამ მოცემულობაში, საქართველოში, სწორედ, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს, ერთი მხრივ აქვთ უამრავი კარგი და კეთილი საქმე გაკეთებული, სამართლებრივი რეფორმიდან დაწყებული, აგრარული რეფორმისა და სოფლის მეურნეობით დასრულებული. ამავდროულად, იმავე სახის ორგანიზაციებს აქვთ ექსტრემიზმი დაფინანსებული, ეკლესიის წინააღმდეგ მთელი რიგი ღონისძიებები აქვთ დაფინანსებული და ასევე მოლოტოვის კოქტეილების სროლა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ცდილობს ამტკიცოს, რომ „რუსული კანონი“ სამიზნედ იღებს საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ დახმარებას, რომელიც ხმარდება ეკლესიების კონსერვაციას, სკოლების რეაბილიტაციას, გზების მშენებლობას, 260 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ. მისივე თქმით, ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი წაართვას.

„ხომ ხედავთ, რამხელა პროტესტი, რამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია მორიგ ჯერზე რუსული კანონის შემოტანის მცდელობამ. რუსული კანონი არის დაპირისპირების წყარო ჩვენი საზოგადოებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ქართველი ხალხის არჩევანმა და ამ არჩევანის დაცვამ, მათ შორის გასული წლის აქციებით, მოუპოვა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ახლა კი მორიგ ჯერზე ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი წაართვას და გზა ჩაუხერგოს ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ.

შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა, შეაჩერეთ განხილვის პროცესი, არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ, არც მომავალ სესიაზე, გაიწვიეთ რუსული კანონი ერთხელ და სამუდამოდ. რუსული კანონის ადგილი საქართველოში არ არის, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ევროპა, ევროკავშირი და სწორედ ამისთვის იბრძვის ყველა, ამისთვის იბრძვიან ახალგაზრდები და მათ შორის, მჯერა, რომ თქვენი შვილებიც, რომლებიც ხშირად საზღვარგარეთ სწავლობენ, საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ხოლო აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომელთა მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ისინი ძვირადღირებულ სასწავლებლებში გაუშვან ევროპაში და ამერიკაში, მათ თქვენ, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ართმევთ ევროპულ მომავალს“, - მიმართა მმართველ გუნდა თინა ბოკუჩავამ.

თავის მხრივ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ რელიგიური ექსტრემიზმი, საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს საქართველოში არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება.

„გამჭვირვალობის მიზანი ერთგვარი თვითმიზანი არ არის. საუბარია იმაზე, რომ გარდა კარგი საქმეებისა, რასაც ენჯეო სექტორი აკეთებს, მათ დააზღვიონ და სხვა საკითხების პრევენცია მოახდინონ. საქართველოში ასეთი საკითხების პრევენცია შეიძლება შეეხებოდეს, მაგალითად, პოლარიზაციას, რადიკალიზაციას, რელიგიური ექსტრემიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას, პარტიების რადიკალურ-რევოლუციური მიზნების დაფინანსებას. ეს არის ის თანმდევი რისკები, რაც ახლავს ნებისმიერი ქვეყნიდან სამომავლო პერსპექტივაში შემოსული გრანტების დაფინანსებას.

ავიღოთ, პირობითად, 60-70% თუ ხმარდება კარგ საქმეს, შესაბამისად, დანარჩენი 30% ხმარდება, სავარაუდოდ, ისეთ საქმეებს, რომლებიც მიმართულია არალეგიტიმური მიზნებისკენ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ. ბევრჯერ მოგვისმენია, გვინახავს, მაგალითად, „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, ISFED-ის გაყალბებული, პარალელური დათვლის მონაცემები, ისინი ყველა დაფინანსებული გახლდნენ გარე აქტორების მიერ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პროფესორი თემურ მაისურაძე ამბობს, რომ დაინტერესებულმა საქართველოს ყველა მოქალაქემ, საკუთარი თვალით იხილა თუ როგორ ათრია მამუკა მდინარაძემ „შავ ფულზე“ გაყიდული „ბარიგები“, ანუ, მისი თქმით, „მართლაც რომ აგენტურა“. როგორც მაისურაძე აცხადებს, არ შეიძლება სხვა სიტყვა უწოდო არასახელმწიფოებრივად მომართულ პირებს, რომლებიც გალიაში მომწყვდეული ცოფიანი ქუჩის ძაღლებივით რომ წკავწკავებდნენ.

„დიდი იმედი მაქვს, რომ თუ ეს სუბიექტები, მოინდომებენ არაკონსტიტუციური მოქმედებების აგორებას, საკადრის პასუხს მიიღებენ უკვე ჩვენგან, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობისგან! თუ საქართველოს კანონის წინაშე, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომ აღარაფერი ვთქვათ საჯარო იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, ანგარიშვალდებული ვართ სახელმწიფოს შესაბამის ინსტიტუტებთან, გამაგებინეთ ვინ მიგდია ეს არასამთავრობო ორგანიზაციები?!

მათი ლოგიკით, თითქოს და ეს კანონი სხვა ქვეყნებში მხოლოდ მტრულ ქვეყნებს ეხებათო, ერთი ამიხსნან დასავლეთიდან მიღებული ეს საპროტესტო წერილები ბაიდენის ადმინისტრაციისაა თუ საპირისპირო ფრთის, ანუ ტრამპისტთა ფრთის გახმოვანებული ნოტებია? ხვალ რომ მტრები და მოყვრები ყირაზე დადგნენ, მერე სად მიდიხარ?! აგერ, გუშინდელი მეგობრული უკრაინა - დღეს უკვე ემუქრება საქართველოს და კინწისკვრით გამოგვიძევეს ელჩი.

დღევანდელი ევროპული გლობალისტური მმართველობა, თვითონ ვეღარ უძლებს რადიკალურად განწყობილ საკუთარ კონსერვატულ პოლიტიკურ პარტიებს თუ საზოგადოებას. მაგალითად, ლიბერალური რუსეთის აგენტი (კონსერვატული რუსეთის მტერი) ხოშტარია, დღეს უკვე ლონდონის საბანკო მომსახურეობის გავლით, ფუნტ სტერლინგებში ღებულობს დაფინანსებას და თან იმ ავადსახსენებელი SWIFT-ის გამოყენებით, რომლის მეშვეობითაც ყველას ასანქცირებენ, ვინც სურთ. ამათი ჭკუით, ამ აჯაფსანდალივით აღრეულ დასავლეთს უნდა ვენდოთ?!

შეხედეთ კბილებით როგორ იცავენ უკანონო შემოსავლების წყაროებს. დასავლეთის მმართველობით სტრუქტურებში ჩაბუდებულმა და ამათმა მხარდამჭერმა გლობალისტურმა ფრთამ კარგად ნახა ლაივში, რომ ამ უდღეურების მოსატყუებელი კბილი საქართველოს კარგა ხანია მოცვლილი აქვს. სუვერენული საქართველოს მიმართულებას ალტერნატივა არ გააჩნია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძემ.

 

არაგველი641 მე აქ რასაც ვკითხულობ სულ ტყუილებია
1 კვირის უკან
ლაზი პოლიტიკაში არ არსებობენ მეგობრები. არსებობენ მხოლოდ პარტნიორები. პარტნიორობა კი სარგებლის მიღებას გულისხმობს. სანამ შენგან სარგებლობენ, მეგობარს გიწოდებენ. თუ უსარგებლო გახდები ან მტრად მოგეკიდებიან ან უბრალოდ მიგატოვებენ.
1 კვირის უკან
ლაზი ბენიამინ ნეთანიაჰუ - მოკავშირეების რჩევის მიუხედავად, ისრაელი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველაფერს გააკეთებს თავის დასაცავად
18.04.2024 / 05:21
ბენიამინ ნეთანიაჰუ - მოკავშირეების რჩევის მიუხედავად, ისრაელი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველაფერს გააკეთებს თავის დასაცად.
თუ ისრაელს აქვს ამის უფლება, საქარველოს რატომ ართმევენ ეს "მეგობარი" მოკავშირეები?
1 კვირის უკან