ფაჩულია:

ფაჩულია: "მამუკელაშვილმა აჩვენა, რომ NBA-ს ეკუთვნის"

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის კარგ თამაშს გამოეხმაურა.

როგორც ფაჩულიამ სოციალურ ქსელში ქსელში დაწერა, სანდრომ დაამტკიცა, რომ NBA-ს დონის მოთამაშეა.

„ყველამ მიიღო მესიჯი პატარა ძმაო. აჩვენე მზადყოფნა და სეზონი მაგრად დაასრულე. შენ ამ ლიგას ეკუთვნი“, - დაწერა სოციალურ ქსელში ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში სანდრო მამუკელაშვილის სათამაშო დრო გაიზარდა და შანსიც გამოიყენა. მან სეზონის ბოლო მატჩში თავი 18 ქულით და 8 მოხსნით გამოიჩინა.