„ნაციონალები" იცინიან, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესი ორი კომპიუტერით დაიწყო, პირველად მან ჩამოიტანა რუსეთიდან თბილისშიო. კი, ამაში ცუდი არაფერია და თან არ ვიცი, მილიარდები ორი კომპიუტერით იშოვა თუ არა, მაგრამ, როგორც პრემიერის ერთი თანაკურსელი ამბობს, „გეპეიში" სწავლისას ივანიშვილი სტუდქალაქში ცხოვრობდა... ეს ის პერიოდია, ახალგაზრდებს ჯინსებზე რომ აბოდებდათ და არც იშოვებოდა. ერთ ზაფხულს ბიძინას ჩაის ფაბრიკაში უმუშავია, ცოტაოდენი ფული გაუკეთებია და სადღაც ჯინსის შარვალიც გაუჩალიჩებია. სტუდქალაქში რომ ასულა, ბიჭები დატაკებიან: მარტო შენთვის რომ იყიდე, ჩვენზე რატომ არ ფიქრობო? ბიძინა ისევ წასულა, ორი დღის მერე დაბრუნებულა, საწოლზე გადაწოლილა და უთქვამს, - გამხადეთ, ორ ცალზე მეტი ვერ ვიშოვეო... სამი შარვალი ერთდროულად სცმია, მაშინ ამდენი შარვალი ვინმეს ხელში რომ დაეჭირა, გააციმბირებდნენ. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ქვეყანაში ზოგი კომპიუტერებით იწყებს ბიზნესს, ზოგი ჯინსებით, ზოგი კიდევ ვიბრატორებით. ახლა მკითხავთ, ნეტა ვიბრატორები რაღა შუაშიაო? შუაში კი არა, თავშია, თავშიიი! მოკლედ, 2012 წლის აპრილში თბილისის აეროპორტში ავსტრიიდან ჩამოფრინდა ახლანდელი ერთ-ერთი „ნაციონალი" დეპუტატის მეუღლე, ქ.ს. ამ დროს აეროპორტში ყველას უმოწმებდნენ ხელბარგს... მოგეხსენებათ, იმ პერიოდში „ნაცები" ძალიან იყვნენ გაავებულები, არავის ინდობდნენ, ეშინოდათ, ფული არავის შემოეტანა და ამიტომ ამ ქალბატონსაც მიადგნენ. ატყდა ერთი ამბავი, რას ჰქვია, მამოწმებთ, თქვენ ვინ გგონივართ, რა ფული, რის ფულიო? - ჯიბრზე დადგადეპუტატის მეუღლე. აუხსნეს, რომ ეს სავალდებულოა, რომ ეს ბრძანება ზემოდან მოდის და ასე შემდეგ... სხვა გზა არ იყო, უკმაყოფილი ქალი ბოლოს მაინც დასთანხმდა და ყველა გაკვირვებული დარჩა, როცა ჩემოდანში უამრავი ვიბრატორი აღმოაჩინეს.
ახლა ამ დეპუტატისა და მისი ცოლის ვინაობაც ენის წვერზე მადგას, ძალიან მინდა, რომ გითხრათ, მაგრამ ამას ვერ ვიზამ, მერე დაიწყებენ, პირად საქმეებში ერევა, ოჯახურ ბიზნესს აზიანებსო. არადა, ეს დეპუტატი დღეს „ნაცებში" ყოჩია, ლამის ყოველდღე გვმოძღვრავს ტელეეკრანიდან და კაი ლექციებსაც გვიკითხავს. ნუ, ახლა, ვერც გაამტყუნებ, ოჯახი ხრამია, ძმაო, ხელფასი არ ჰყოფნის და რა ქნას? რაკი დღეს საქართველოში ვიბრატორებს მაგარი გასავალი აქვს, მაგის ცოლს ავსტრიიდან ჩამოაქვს და ასაღებს „პატიოსან" ქალებში. ღმერთმა ხელი მოუმართოს, შეიძლება „ნაციონალი" დეპუტატების ცოლებმა მალე ეროვნული ვიბრატორების წარმოებაც დაიწყონ, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!
ქალბატონი „ჩერგოლა" და მისი მილიარდები!
ჩვენში კიდევ არსებობს ერთი პიროვნება, ანუ მაღალჩინოსნის ცოლი, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობს და იცის თუ არა, ყველა საკითხზე აკეთებს კომენტარებს... ეს გახლავთ უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას კნეინა, თამარ ჩერგოლეიშვილი. მოკლედ, ამ შემთხვევაში საკითხი ასე დგას: საქართველოდან გაქცეულ დავით კეზერაშვილს ჰყავს ერთი ძმაკაცი, კახა ნინუა, რომელიც გახლავთ გიგა ბოკერიას ქვისლი, ანუ „ჩერგოს" დის, რუსუდანის ქმარი... ესე იგი, ამ კახა ნინუას ძმა, კეზერას თავდაცვის მინისტრობის დროს ამავე სამინისტროში იყო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც მიანდეს მილიარდ 340 მილიონის დახარჯვა. სწორედ ამ პერიოდში ნინუებმა კეზერაშვილის დავალებით ამერიკაში სააკაშვილისთვის იყიდეს თვითმფრინავი „ჩელინჯერი". როდესაც კეზერაშვილი ბიზნესში წავიდა, ნინუები გახდნენ მისი პარტნიორები. მოკლედ, ახლა ამათი დანაშაულებრივი სქემა ასე ლაგდება: გიგა ბოკერია + თამარ ჩერგოლეიშვილი + რუსუდან ჩერგოლეიშვილი + ძმები ნინუები + დავით კეზერაშვილი = მილიარდ 340 მილიონ ლარს. ახლაც გიკვირთ, რა სახსრებით უშვებდა და უშვებს „ჩერგოლა" თავის უბადრუკ ჟურნალს და რა სახსრებით ამუშავებს ასევე უბადრუკ ტელევიზიას? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თავის მხრივ ბოკერია „ტეხავდა" უშიშროების საბჭოდან კიდევ 20 მილიონ ლარს წელიწადში, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მაფიოზური კლანი ძალიან დიდი ფულის პატრონია. ასე რომ, ნუ ეხუმრებით, ბატონებო, ქალბატონ „ჩერგოლას" და ნურც კრეტინს ეძახით, თქვენ შიმშილით კუჭები გიხმებათ და მაგან კიდევ მილიარდები იშოვა ისევ თქვენს ხარჯზე... ნუ, ახლა ამას ტვინი ხომ უნდა?!