NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ფილადელფია სიქსერსთან“ 113:125 დამარცხდა, ქართველ კალათბურთელს კი, ამჯერად მიეცა სათამაშო დრო, მცირედით, მაგრამ მაინც.
ბითაძემ 13 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
მოედანზე საუკეთესო ჟოელ ემბიდი იყო 32 ქულით, 13 მოხსნით და 7 პასით. კამერუნელმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა და „ფილას“ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. „ორლანდოში“ ფრანც ვაგნერი გამოირჩა 24 ქულით და 6 მოხსნით, ხოლო პაოლო ბანკეროს აქტივში 22 ქულა, 15 მოხსნა და 7 პასი იყო.
„ორლანდო მეჯიქი“ 46 მოგებით და 35 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 14 აპრილს, „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარებს.