"სა­ქარ­თვე­ლო სა­ნამ რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ შე­ვა, პუ­ტი­ნი ცუ­დად მო­ექ­ცე­ვა"

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­სა და რუ­სულ­-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე რუ­სი ჟურ­ნა­ლის­ტი, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი იუ­ლია ლა­ტი­ნი­ნა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს პრე­ზი­დენ­ტად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა ორი ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დელ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე? 
- უკ­ვე ერ­თი წე­ლი­ა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, მი­სი გუნ­დი რუ­სულ­-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ცდი­ლობს, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს მი­აღ­წი­ეს. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აფ­ხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ რუ­სეთ­თან ახ­ლან­დელ­ზე კი­დევ უფ­რო მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბას და­ამ­ყა­რებს. უხე­შად რომ ვთქვათ, პუ­ტინს მი­აჩ­ნი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში უნ­და იყოს, ამი­ტომ, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ შე­ვა, პუ­ტი­ნი მას ცუ­დად მო­ექ­ცე­ვა.

- რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი, რო­მელ­მაც ამ პოს­ტზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა?
- სა­ქარ­თვე­ლოს ახალ პრე­ზი­დენ­ტზე ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, მას ვე­რა­ვინ ვე­რა­სო­დეს და­ა­ხა­სი­ა­თებს მის წი­ნა­მორ­ბედ­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე უკეთ, რო­მელ­მაც ის შე­ა­და­რა კა­ლი­გუ­ლას ცხენს, რო­მე­ლიც იმ­პე­რა­ტორ­მა სე­ნატ­ში შე­იყ­ვა­ნა... ჩე­მი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ კა­ლი­გუ­ლას ცხე­ნი აირ­ჩი­ა. ა­ქამ­დე ვფიქ­რობ­დი, რომ კა­ლი­გუ­ლას ცხე­ნის მხო­ლოდ და­ნიშ­ვნა შე­იძ­ლე­ბო­და, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა კი ის აირ­ჩი­ა, თუმ­ცა, დე­მოკ­რა­ტი­ის მიღ­წე­ვა ისა­ა, რომ ასე­თი არ­ჩე­ვა­ნიც შე­საძ­ლე­ბე­ლია - სა­ქარ­თვე­ლოს, ვე­ნე­სუ­ე­ლის და რუ­სე­თის მა­გა­ლით­ზე, რო­მე­ლიც პუ­ტინს ირ­ჩევს. სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია ჩემ­თვის დი­დი გაკ­ვე­თი­ლი და იმის და­დას­ტუ­რე­ბა­ა, რომ ღა­რიბ ქვე­ყა­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ხე­ლი­სუ­ფალს არ შე­უძ­ლია თავს უფ­ლე­ბა მის­ცეს, იყოს დე­მოკ­რა­ტი. ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბას არ ეყო რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი იმის გა­სა­გე­ბად, რომ ფუნ­თუ­შა ხე­ზე არ იზ­რდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პენ­სი­ის ოთხ­ჯერ გაზ­რდას გპირ­დე­ბა, ამ და­ნა­პი­რებს არ შე­ას­რუ­ლებს და სა­ნაც­ვლოდ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა-­და­პა­ტიმ­რე­ბებს და­იწყ­ებს, გა­ა­კე­თებს იმას, რა­შიც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. 

- ანუ მი­იჩ­ნევთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" საპ­რე­ზი­დენ­ტო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მხო­ლოდ იმის გა­მო და­მარ­ცხდა, რომ არა­პო­პუ­ლა­რულ რე­ფორ­მებს ატა­რებ­და? ოპო­ნენ­ტე­ბი, და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში, პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა­ში, ბიზ­ნე­სის შე­ვიწ­რო­ე­ბა-­რე­კეტ­ში სდე­ბენ 
ბრალს, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი გან­საზღ­ვრა...
- ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­კეტს, წა­მე­ბა­სა და ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ ქმე­დე­ბებს არ ერი­დე­ბა, ხო­ლო ბიზ­ნეს­მე­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, ნა­ხევ­რად კრი­მი­ნა­ლი მი­ლი­არ­დე­რი­ა, თა­ვი­სი პარ­ტი­ით სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის არ გა­მო­ი­ყე­ნებს, მძი­მე ავად­მყო­ფე­ბად მი­მაჩ­ნი­ა, მათ ფსი­ქი­ატ­რთან სჭირ­დე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბა. რო­ცა რე­ფორ­მა­ტო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ნაჩ­ვე­ვი პოს­ტე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ბილ­წი ადა­მი­ა­ნე­ბი გაჰ­ყვი­რი­ან, რომ ბიზ­ნესს ახ­რჩო­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ის აწუ­ხებთ, რომ ქრთა­მს ვე­ღარ იღე­ბენ.