კეზერაშვილი ალაპარაკდა-ვინ დაუსახელა მან საფრანგეთის გამოძიებას?

კეზერაშვილი ალაპარაკდა-ვინ დაუსახელა მან საფრანგეთის გამოძიებას?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთში დაკავებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ალაპარაკდა და მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას.
 
ინტერპოლის სიაში კი თავდაცვის ექსმინისტრი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის გვარებიც გაჩნდა, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ფრანგულმა გამოძიებამ გარკვეულ შედეგებს მიაღწია და იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემა ნელ-ნელა იშიფრება. ამ ყველაფერს კი ასევე რამდენიმე დღის წინ შს ყოფილი მინისტრის და მომავალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტიც უძღოდა წინ. რა ინფორმაცია მიაწოდა კეზერაშვილმა გამოძიებას, ვინ და რომელი ქვეყნები იყვნენ ჩართული იარაღის უკანონო ვაჭრობაში და როდის დაიბარებენ მიხეილ სააკაშვილს დასაკითხად? გაზეთ „ქრონიკას" სამხედრო გენერალი, საბრძოლო ქვედანაყოფ „ავაზას" მეთაური, აგვისტოს ომის მონაწილე, „ნაცმოძრაობის" ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება. 
 
„უკრაინის „უკსპეცექსპორტს", რომელიც ყიდის იარაღს, პირდაპირი კავშირი აქვს „რუსვაარუჟენიასთან". შესაბამისად, „რუსვაარუჟენიას" თანხმობის გარეშე უკრაინა ვერ მიჰყდიდა საქართველოს ამ შეიარაღებას.
 
დათო კეზერაშვილის მაქინაციური სქემები იარაღით უკანონო ვაჭრობასთან გამოიკვეთა 2007 წელს, კეზერაშვილის მინისტრობის დროს, მან ოფიციალურად მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს, ამ მიმართვის საფუძველზე პარლამენტში დააყენეს საკითხი, სასწრაფო წესით მომხდარიყო თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება.
 
2007 წელს თავდაცვის ბიუჯეტი იყო 500 მილიონი, ჩატარდა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, გივი თარგამაძის, სააკაშვილის, კეზერაშვილის და მათი გუნდის აქტიურობით, სასწრაფო წესით გააორმაგეს თავდაცვის ბიუჯეტი.
 
პირადად მე ხელში მაქვს ნუსხა იმ გაზრდილი ბიუჯეტისა, რა მიმართულებით იხარჯებოდა. პირდაპირ წერია, საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის დაიხარჯა 50 მილიონი, სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციისთვის-25 მილიონი, უკრაინიდან შეძენილი საჰაერო თავდაცვითი სისტემის შეძენისთვის-30 მილიონი...
 
ძვირადღირებული იარაღის ნუსხა, რომელიც ჩამოგითვალეთ, საქართველოში არ შემოსულა, სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანია აკონტროლებდა იარაღის ტრაფიკს, თემურ ალასანია ამ იარაღით ამარაგებდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც ემბარგო ედოთ და აკრძალული ჰქონდათ ამ იარაღის ტიპის შეძენა, მხედველობაში მაქვს შემდეგი ქვეყნები: სირია, ირანი, ლათინო-ამერიკული ქვეყნები...
 
არის ასეთი ფირმა „ბელ თრეინგი", რომელიც დარეგისტრირებულია შეისელის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხები ირიცხებოდა „ბელ თრეინგში",იქიდან „სპეცექსპორტში",თავდაცვის სამინისტროს შეეძლო პირდაპირი წესით თანხები უკრაინაში ამ ორგანიზაციისთვის გადაერიცხა, მაგრამ მაშინ ფულს ვერ გააკეთებდნენ. „ბელ თრეინგში" ირიცხებოდა, მაგალითად 100 მილიონი, 80 მილიონი რეგისტრირდებოდა ოფშორში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, 20 მილიონი კი ირიცხებოდა „უკსპეცექსპორტში". უკრაინიდან იარაღის შესყიდვა მართლაც ხდებოდა, მაგრამ საქართველო რომელ ქვეყანაზეც ყიდდა ამ იარაღს, ის ორგანიზაცია შემდეგ თანხებს რიცხავდა „ბელ თრეინგში". ხდებოდა იარაღის გადაყიდვა. ამ სქემით მოქმედებდნენ ისინი წლების განმავლობაში...კეზერაშვილი რომ წასულიყო პირდაპირ ირანში, სირიაში და იქ მომხდარიყო შეხვედრები, ეს პირდაპირ თვითილუსტრირება იქნებოდა, ამიტომ ირჩევდა ევროპის ისეთ ცენტრალურ ქვეყნებს, სადაც ვერავინ იფიქრებდა, რომ კეზერაშვილი იარაღს ყიდდა...კეზერაშვილის დაპატიმრებამ დაადასტურა ვიქტორ ბუტის დანაშაული. მე როგორც ვიცი, კეზერაშვილი თანამშრომლობს გამოძიებასთან. მან დაასახელა კონკრეტული გვარ-სახელები, ვინც ჩართული იყვნენ იარაღის უკანონო ვაჭრობაში, კონკრეტულად კი, მოლაპარაკების პროცესში. მან თითი სააკაშვილისკენაც გაიშვირა. სააკაშვილს ძალიან მალე დაუძახებენ დაკითხვაზე, სავარაუდოდ, დეკემბერში",-აცხადებს წითელაშვილი.