„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა ერლინგ ჰოლანდი გააკრიტიკა. როგორც ირლანდიელმა აღნიშნა, „არსენალის“ წინააღმდეგ „სიტის“ ფორვარდმა მეორე ლიგის დონე აჩვენა.
„ზოგადად, მისი სათამაშო დონე საშინელი იყო და არა მხოლოდ დღეს. თავით თამაშსა და კარის წინ მოძრაობებში მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ მისი ზოგადი თამაში აშკარად ცუდია და ამაში უნდა მოუმატოს. ის თითქმის ინგლისის ლიგა ორის (რანგით მეოთხე დივიზიონი) მოთამაშეს ჰგავს, ჩემი აზრით ასეა, მოსამატებელი აქვს და უახლოეს წლებში ალბათ მოუმატებს“, - თქვა კინმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.