დავით ქართველიშვილი: „ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი პაკისტანელი შაბანა მაჰმუდია, მემარცხენე პოლიტიკოსი, რომელიც კრიმინალური მიგრაციის აქტიური დამცველია

დავით ქართველიშვილი: „ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი პაკისტანელი შაბანა მაჰმუდია, მემარცხენე პოლიტიკოსი, რომელიც კრიმინალური მიგრაციის აქტიური დამცველია

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის პოსტზე პაკისტანელი შაბანა მაჰმუდის დანიშვნას ეხმიანება და გამოთქვამს ეჭვს, რომ ბრიტანეთში კრიმინალური მიგრაცია ამიერიდან დაშვებული იქნება. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამის თქმის საფუძველს იძლევა შაბანა მაჰმუდის ბიოგრაფია, კერძოდ ის, რომ 2020 წელს მან ხელი შეუშალა იამაიკაში 50 დამნაშავის, მათ შორის ბავშვთა მოძალადის, დეპორტაციას.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი პაკისტანელი შაბანა მაჰმუდია. ის მუსლიმია, მემარცხენე პოლიტიკოსი, კრიმინალური მიგრაციის აქტიური დამცველი და პალესტინის მგზნებარე მხარდამჭერი - ახლა სწორედ ის იქნება პასუხისმგებელი დიდი ბრიტანეთის ყველა მიგრაციულ პოლიტიკაზე. 2024 წლის მარტიდან ის იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

2020 წელს შაბანა მაჰმუდმა ხელი მოაწერა პეტიციას იამაიკაში 50 დამნაშავის, მათ შორის ბავშვთა მოძალადის დეპორტაციის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტებმა სიამაყით განაცხადეს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები. 

ახლა ეს სტრატეგია კიდევ უფრო დიდი მონდომებით იქნება პოპულარიზებული. მაბრუკ ლაქუმ, ია სუქან ბრიტანია!,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

მარბიელი შაბანას შინაურები ეძახიან, პასპორტით შიბლა ჰქვია თურმე
1 საათის უკან