ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის დელეგაციასთან.

მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი გაწეული დიდი დახმარებისთვის და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.