„ბაიერნი“ „ასტონ ვილას“ დამრიგებლის უნაი ემერის კანდიდატურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავს - იუწყება TZ.
წყაროს ცნობით, ლევერკუზენის „ბაიერის“ მწვრთნელი ჩაბი ალონსო მიუნხენელების მთავარი სამიზნეა, მაგრამ „ლივერპულის“ ესპანელის მიმართ დიდი ინტერესის გამო, რომელსაც სეზონის ბოლოს იურგენ კლოპი დატოვებს, გერმანული კლუბი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაიერნი“ ასევე განიხილავს რობერტო დე ძერბისა („ბრაიტონი“) და იულიან ნაგელსმანს (გერმანიის ნაკრები) კანდიდატურებს. ახლა მათ ემერიც დაემატა.
თებერვალში „ბაიერნმა“ მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის სეზონის ბოლოს წასვლის შესახებ გამოაცხადა.