პირველადი შეფასებით შენგელიას ტრავმა მძიმე არ არის

პირველადი შეფასებით შენგელიას ტრავმა მძიმე არ არის

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ საბერძნეთთან მატჩში ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ჯერჯერობით, მისი დაზიანების ზუსტი ხარისხი გასარკვევია, მაგრამ პირველადი შეფასებით ლევანს სერიოზული ტრავმა, უფრო კონკრეტულად კი, ჯვარედინი მყესების ან კუნთების გაწყვეტა არ აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ შენგელია მატჩის მიწურულს დაშავდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.