მამარდაშვილი:

მამარდაშვილი: "პირველი პენალტის დროს ვიცოდი საითაც დაარტყამდა"

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„არა მარტო „ბეტისთან“, „რეალთანაც“ დავმარცხდი პენალტების სერიაში და მაშინ ვთქვი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და არც განმეორდა. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, არა მარტო დღეს, არამედ მთელი ეს პერიოდში გვამხნევებდნენ და გვიხარია მათ გამო, რადგან ისინი გავაბედნიერეთ.

არა მხოლოდ პენალტების დროს, მთელი თამაშის განმავლობაში რთული იყო თამაში, დიდ წნეხია ასეთ მატჩებში მონაწილეობა. ემოციური თამაში იყო, გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა, ისინი ამას იმსახურებენ.

პირველ პენალტზე ვიცოდი, სადაც დაარტყამდა, რადგან 4 პენალტი სწორედ მაგ კუთხეში ჰქონდა დარტყმული, როცა მის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მიჭირს ემოციების გადმოცემა და შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე. არა მარტო პენალტებზე, არამედ ყველაფერზე ბევრს ვმუშაობ და ამ შრომას შედეგი მოაქვს“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.