ხვიჩა კვარაცხელია:

ხვიჩა კვარაცხელია: "ბევრგან მაქვს ნათამაშები და ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„უბედნიერესები ვართ, ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რადგან ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ 120 წუთის განმავლობაში ასეთი ქომაგობა არსად მინახავს. გულშემატკივრები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ გამარჯვებაში“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.