იტალიის სპორტის მინისტრი:

იტალიის სპორტის მინისტრი: "ამჟამინდელი მდგომარეობით "სან სიროს" ევრო 2032-ის მასპინძლობა არ შეუძლია"

იტალიის სპორტის მინისტრმა ანდრეა აბოდიმ განაცხადა, რომ მილანის „სან სიროს“ სტადიონი ამჟამინდელი პირობებით ევროპის 2032 წლის ჩემპიონატს ვერ უმასპინძლებს.

აბოდი არ დაკონკრეტებულა, მაგრამ ფაქტია, რომ სტადიონს ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ შესაბამისი რეკონსტრუქცია სჭირდება.

„ჩვენ ისევ არ გამოვრიცხავთ, რომ „სან სირომ“ ევრო 2032-ს უმასპინძლოს, მაგრამ ამჟამინდელი კონდიციებით ეს შეუძლებელია. ხუთ სტადიონს 2026 წელს ავარჩევთ, თუმცა მილანის სტადიონი ამჟამინდელ პირობებში ევროპის ჩემპიონატს ვერ უმასპინძლებს“, - თქვა აბოდიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს 2032 წელს იტალია და თურქეთი უმასპინძლებენ.