ზაზა ფაჩულია:

ზაზა ფაჩულია: "ამ ერთიანობამ დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს"

ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ მატჩში წარმატებები უსურვა.

„არაფერია იმაზე ღირებული, როცა წარმატებას შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აღწევ. იმ ერთიანობამ და სულისკვეთებამ, რომელიც დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით გვაქვს, დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს. მინდა, ნაკრების ყველა წევრს, განსაკუთრებით ფეხბურთელებს წარმატება და საკუთარი ოცნების ახდენა ვუსურვო. ეს გამარჯვება ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება! საქართველო ერთადაა“, - დაწერა ზაზამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ავტომატურად მოხვდება, სადაც ასევე არიან პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებები.