სანდრო ბაზაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა.
ზაფხულის ოლიმპიადაზე, ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში, სანდრო საქართველოს ზედიზედ მესამედ წარადგენს.
ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების დასრულების შემდეგ, ქართველი მოფარიკავე საერთაშორისო რეიტინგს 242 ქულით, კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.