შინაგან საქმეთა მინისტრი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის და სპორტული ორგანიზაცია „სპორტ აკორდი“-ს პრეზიდენტ მარიუს ვიზერს შეხვდა. მინისტრმა მარიუს ვიზერს ქართული ძიუდოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სპორტის ამ სახეობაში ქართველი სპორტსმენების წარმატებებზე ისაუბრა.

მარიუს ვიზერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას შორის, რაც თბილისის საერთაშორისო ტურნირს ძიუდოში გრან-პრის სტატუსს მიანიჭებს.