ევროლიგის 29-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 74:89 დამარცხდა. ესპანელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს 8-ქულიანი უპირატესობა და შეიძლება ითქვას, რომ მთელი თამაშის განმავლობაში სიტუაციას აკონტროლებდნენ.
თორნიკე შენგელიამ არასრულ 24 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუს ბოლონია“ ბოლო დროს ცუდ ფორმაშია და მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა 17 მოგებითა და 12 წაგებით. მომდევნო ტურში იტალიური გუნდი 19 მარტს, კაუნასის „ჟალგირისს“ სტუმრად დაუპირისპირდება.