"პრობლემაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, თორემ მომავალში შესაძლოა, მოვლენები მძიმე სცენარით განვითარდეს. "სტუმარი ღვთისააო", - ვამბობთ ქართველები. თუმცა ზოგიერთი სტუმრის "ქცევის კოდექსი", მათი ქმედებები თუ მასპინძლებისადმი დამო-კიდებულება ჩვენს საზოგადოებას აღიზიანებს. პირველ რიგში, უახლოესი სამეზობლოდან, აზი-ისა თუ აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსულებს ვგულისხმობთ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დიდი ხმაური მოჰყვა თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას არაბულ-თურქული ღამის კლუბებისა და იქ გა-ბატონებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ - ამ კლუბებში ქართველებს არ უშვებენ, ზოგან კი შესვლა მხოლოდ ქართველ ქალებს შეუძლიათ. ალბათ, პრობლემა უფრო მასშტაბურია, ვიდრე კონკრეტულად რომელიმე ღამის კლუბთან დაკავშირებული ინციდენტი. თუმცა მსოფლიოში ბევრი მაგალითი ვიცით, როდესაც მცირე ინციდენტი მიგრანტთა წინააღმდეგ საპროტესტო ტალღაში გადაზრდილა, რასაც დესტაბილიზაცია მოჰყოლია", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით აზიური ექსპანსია / "რეჟიმი გავამკაცროთ, სანამ ირანელ-თურქებ-ერაყელებზე ნადირობა დაწყებულა".
"ის, რაც ხდება ქალაქის ცენტრში, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებზე, არც ბიზნესსაქმიანობის და არც მორალის ჩარჩოში არ ჯდება; ტენდენცია ამგვარია: ირანელები რუსთაველზე "მაგრდებიან", თურქები და ერაყელები აღმაშენებელზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ბათუმში ხდება. იქ ზოგიერთ ქუჩაზე ადგილობრივები თავისუფლად ვეღარც კი დადიან, კაფე-ბარების მეპატრონეები დაქირავებულ ქართველ მუშახელს თურქზე ორჯერ ნაკლებს უხდიან; იყო ფაქტი, როცა მართლმადიდებელ სასულიერო პირს "მათ" ქუჩაზე გავლის უფლება არ მისცეს. რა, ახალ ამასიის ზავს უნდა ველოდოთ, როცა საქართველო ორ ნაწილად გაიყოფა და თურქეთი და ირანი გადაინაწილებენ? თურქები პირად ურთიერთობაში მშვიდობიანი ხალხია, ერთი შეხედვით, ნაკლებად პრეტენზიულები, მაგრამ თურქეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, რბილად რომ ვთქვათ, ექსპანსიონიზმი უცხო არ არის. სტუმარი ღვთისაა, მაგრამ მას თავისი ადგილი აქვს, მასპინძელს კი - თავისი. ამ ყველაფერს ხელი იმ ცხრაწლიანმა პოლიტიკამ შეუწყო, რომლითაც ქვეყანა იმართებოდა, დროა, პრიორიტეტები შეიცვალოს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თურქოლოგი გიორგი ანთელავა.
"სააკაშვილმა ბათუმში სასტუმროს გასახსნელად ჩამოსულ თურქეთის პრემიერ- მინისტრ ერდოღანს სიტყვასიტყვით უთხრა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თქვენს სახლში, ბატონო პრემიერ-მინისტრო"! ამასთანავე, სხვების შეცდომებზეც ხომ უნდა ვისწავლოთ? დღეს ბერლინში არის ბარები, სადაც გერმანელებს არ უშვებენ, ეს უკვე ტენდენციაა. იქ თურქებს სრული მონოპილია აქვთ შიდა სატრანსპორტო გადაადგილებაზე, მათ შორის, ავიარეისებზე, დიდია მათი წილი სამშენებლო ბიზნესში, ქიმიურ მრეწველობაში, დღეს გერმანიაში 4 მილიონამდე ეთნიკური თურქი ცხოვრობს, რომელთაც იმავე ერდოღანმა კიოლნის სტადიონზე ასე მიმართა: "თურქული თქვენი მშობლიური ენაა, რომელიც თქვენს შვილებს უნდა ასწავლოთ, ასიმილაცია დანაშაულია, თქვენ თურქი მუსლიმები ხართ და ასეთებად დარჩებით", გერმანიის მთავრობას კი ურჩია, თურქული სკოლები გაეხსნათ. ერდოღანი აცხადებს, რომ ყველა თურქის პრემიერ-მინისტრია და ცხადია, მხოლოდ თურქეთში მცხოვრებ თურქებს არ გულისხმობს, დემოგრაფიული პოლიტიკა კი საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. დღეს თურქეთს ევროკავშირისკენ მიმავალი კარი აუჭედეს და ცდილობს, რეგიონული ლიდერი გახდეს, დაუახლოვდეს ირანს, არაბულ სამყაროს, სომხეთსაც კი, აღარაფერს ვამბობ მის მუდმივ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე საქართველოში", - განაგრძობს თურქოლოგი.
"გასათვალისწინებელია ირანულქართული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის გაკვეთილებიც. საქართველოს ხელისუფლებამ მიგრაციულ პოლიტიკას უნდა გადახედოს, მიგრანტთა კვოტა უნდა დაწესდეს, რომლის ზემოთ უცხოელთა მიღება ქვეყანას აღარ შეეძლება. დასაქმებისას უპირატესობა ადგილობრივ მოსახლეობას უნდა მიენიჭოს, როცა ქვეყანაში ამდენი უმუშევარია, როგორ შევძლებთ შემოსული მიგრანტების დასაქმებას, რომლებიც, ძირითადად, ჩვენზე მეტად გაჭირვებული ქვეყნებიდან შემოდიან", - მიიჩნევს გიორგი ანთელავა.
"მიგრანტთა, ძირითადად, აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან შემოსულთა საკითხის გამწვავება იმ გაუმართლებლად ლიბერალური საემიგრაციო და სავიზო რეჟიმის შედეგიც არის, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა და დღემდე გრძელდება - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას კანფეტივით არიგებდა. როგორც ჩემი მეგობრები, ფერეიდნელი თუ თურქეთში მცხოვრები ქართველები მეუბნებიან, ხშირად საქართველოს მოქალაქეები ხდებიან ადამიანები, რომლებმაც არც ქართული იციან, არც ქვეყნის ისტორია და, რაც მთავარია, არც ქართველებად მიიჩნევენ თავს, არ ქართველობენ. დღეს მიგრანტები სხვადასხვა მიზნით და მიზეზით შემოდიან საქართველოში: ერაყელები ამბობენ, რომ მათ ქვეყანაში არასტაბილურობაა, კოპტები ჩივიან, რომ რელიგიური ნიშნით ნიშნით ჩაგრავენ ინდოელებსა და ჩინელებს თავიანთ ქვეყნებში მიწა არ ჰყოფნით, თურქები და ირანელები - ბიზნესისთვის...", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ზვიად ტომარაძე.
"თუ საიმიგრაციო პოლიტიკა არ შეიცვალა, აღმაშენებლის გამზირზე გამართული აქცია პროტესტის მხოლოდ დასაწყისი იქნება, აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის მონაწილეები, ძირითადად, ახალგაზრდები იყვნენ, ახალგაზრდობა კი დიდი ძალაა, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა. საქმე ისაა, რომ რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ და დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ღამის ბარებში ხდება დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით - იქ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ, ქართველ ქალებს კი - უპრობლემოდ, შეღავათებიც კი აქვთ დაწესებული. პროცესები შესაძლოა, ზვავივით აგორდეს, 100 კაცი 1000ად იქცეს. ხელისუფლებამ ლიბერალური სავიზო და საემიგრაციო რეჟიმი უნდა გაამკაცროს. შესაძლოა, ამ დაძაბულობით უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურებმაც ისარგებლონ, იმ ქვეყნებმა, რომლებიც საქართველოში მდგომარეობის დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული", დასძენს ზვიად ტომარაძე.
"ექსპერტები ურჩევენ ხელისუფლებას, დროზე მიიღოს შესაბამისი ზომები, სანამ გაღიზიანებული საზოგადოების ნაწილში რადიკალიზმი იმძლავრებს და მაგალითად, ირანელებზე, თურქებსა თუ ერაყელებზე "ნადირობა" დაიწყება. პროცესები ასეთი სცენარით საქართველოზე ბევრად დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში განვითარებულა და ყველაფერი დარბევებითა და მასობრივი დაპატიმრებებით დამთავრებულა. საქართველოს კი ახალი პრობლემები ნამდვილად არ სჭირდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"აქცია, ძირითადად, სოციალური ქსელებით დავგეგმეთ, სასტუმრო "ივერიასთან" ვიკრიბებოდით, ჩვენმა ორმა წევრმა აქციაზე დააგვიანა და პირდაპირ რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე ერთ-ერთ კლუბში მივიდა, ისინი კლუბში არ შეუშვეს, მეტიც - ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ დაგვირეკეს და სასწრაფოდ იქ ჩავედით, სადაც კლუბის დაცვის წევრები დაგვიპირისპირდნენ, ამის შემდეგ ახალგაზრდები აღმაშენებლის გამზირზე წავიდნენ. ჩვენ - მე და ჩვენი მოძრაობის ორმა წევრმა, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, პოლიციას მივეცით ჩვენება, დილის 6 საათამდე იქ ვიყავით, ვუთხარით, რომ ღამის კლუბის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა იარაღისკენ წაიღო ხელი და გვითხრა, ახლავე ყველას დაგხოცავთო. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა ყველა იმ კლუბისა და ბარის დახურვაა, სადაც ეთნიკური და გენდერული ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტის" ლიდერი, რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ევგენი მიქელაძე.
ფაქტი, რომ თბილისში არსებულ თურქულ და არაბულ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ, კარგა ხანია, საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. მით უმეტეს, რომ ხსენებულ ბარებში ხშირად ხედავენ ქართველ გოგონებს. 10 ნოემბერსაც, თურქულ, ირანულ და არაბულ ბარებ-თან სიტუაცია სწორედ ამ მიზეზით დაიძაბა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი მოგვევლინა. თუ რა გახდა მათი აღშფოთების მი-ზეზი, ამაზე აქციის ორგანიზატორებს და ბარში მომუშავე გოგონებს გავესაუბრეთ", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "ბარში ბევრი პატიოსანი მეძავი დადის" / "თბილისი პატარაა, ყველა ყველას იცნობს და ერიდებიან შემოსულ ქართველებს".
"ბიჭები აღაშფოთა იმან, რომ თბილისში არის თურქული, არაბული, ირანული ბარები, სადაც ქართველ ქალებს "პროსტიტუტკებად" უშვებენ და ქართველ კაცს ეუბნებიან, იმიტომ არ გიშვებთ, ქართველი რომ ხარო. ეს არის დისკრიმინაცია და დაუშვებელია, შენივე ქვეყანაში ასე გექცეოდეს უცხოელი. გვინდა, პრობლემა კანონის ფარგლებში მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენივე წესებით ვიხელმძღვანელებთ. საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს არც ერთი დაწესებულება, სადაც ქართველობის გამო მამაკაცს არ შეუშვებენ. პროსტიტუციაც დანაშაულია, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მიუღებელია, რომ ბარებში ქართველ მამაკაცებს შესვლაზე უარს ეუბნებიან და ქალებს დროის გასატარებლად ეპატიჟებიან. ეს არ გაუკეთებიათ რუს ოკუპანტებსაც კი. ამას გვიბედავენ დამოუკიდებელ საქართველოში ვიღაც გარეწრები. ყველას ახსოვდეს, ქართველ კაცს სადაც გაუტ...ებენ, თავზე დავამხობთ დაწესებულებას", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი წერეთელი.
"ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ აღმაშენებლის გამზირზე და მთელი თბილისის მასშტაბით უცხოეთიდან სააკაშვილის დროს მიგრანტების სტატუსით ჩამოსულებმა ბარები გახსნეს, სადაც ქართველ კაცებს არ უშვებენ. ეს "ჰარამხანები" პროსტიტუციის ბუდეა და მათი მფლობელები ქართველი კაცების დისკრიმინაციას ახდენენ, ჩემსავე ქვეყანაში მიკრძალავენ ბარში შესვლას. მფლობელებს უთქვამთ, ქართველები შემოდიან და დებოშს იწყებენო და ამიტომ ავკრძალეთ ქართველების შემოსვლაო. ამას წინათ ბათუმში მომხდარი ფაქტი ხომ ყველას ახსოვს, ირანის მოქალაქემ, ქართველ გოგოს რომ ყელი გამოსჭრა?! ამის გამო რომ ქვეყანაში ყველა ირანელს ავუკრძალოთ შემოსვლა, გამართლებული იქნება?! ეს არ არის ჩამოსული ხალხის პრობლემა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტტან საუბრისას აქციის მონაწილე და ორგანიზატორი ვაჟა ჟვანია.
"ხშირად გამხდარა პრობლემა ქართველების შემოსვლა ბარში. უხეშები არიან, დალევენ და ჩხუბს იწყებენ. ყოველდღე ჩეხვაა, თუ გინდა ბევრი სისხლი ნახო, აქ უნდა მოხვიდე ღამის საათებში. ნახავ, როგორ გამეტებით სცემენ დებოშისტებს დაცვის თანამშრომლები. ბარში ბევრი პატიოსანი მეძავი დადის, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და სახლში ამბობენ, თითქოს მეგობართან რჩებიან, სინამდვილეში ბარში ფულის გასაკეთებლად მოდიან. რა ქნას იმ გოგომ, თბილისი პატარაა და ყველა ყველას იცნობს. ერიდებიან შემოსულ ქართველებს, ვინმემ არ იცნოს, როგორ "კერავს" ფულისთვის თურქს. თუ ბარში ქართველები შემოდიან, გოგონების გარკვეული ნაწილი ბარიდან გადის, შესაბამისად, მფლობელი იძულებული ხდება, კაცებს აუკრძალოს შემოსვლა. იქ თუ გოგონები არ იქნებიან, მერწმუნე, არც ერთი უცხოელი არ შემოვა. უცხოელები კარგად იქცევიან სექსამდეც და სექსის შემდეგაც, უსაყვედუროდ იხდიან. ქართველებს ისედაც არაფერი აქვთ და ფასს რომ ეტყვი, ისე დაიმანჭებიან, აქეთ მოგინდება მისცე ფული. წესით, არ უნდა შემოუშვან, მაგრამ ამას ვინ უყურებს. უცხოელები პატარა გოგონებს უფრო ეტანებიან. როცა ისინი შემოდიან, უცხოელი სტუმრები კარგადაც ხარჯავენ, ამიტომ მფლობელებს ბარში არასრულწლოვანების შემოსვლა უფრო ახარებთ. როცა პატარა გოგონებს ხედავენ, ადვილად გოიმდებიან" - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ე.წ. "ბარის გოგო" ნუკი.