ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა დე ბრუინი მარტის მატჩებისთვის არ გამოიძახა

ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა დე ბრუინი მარტის მატჩებისთვის არ გამოიძახა

„მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს ბელგიის ნაკრებში ირლანდიისა და ინგლისის ნაკრებებთან მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის გამოძახება არ მიუღია. ამის შესახებ „წითელი ეშმაკების" პრესსამსახური იტყობინება.

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ საზარდულის მცირე ტრავმის გამო დე ბრუინი თავისი გუნდის შემადგენლობაში არ შეიყვანა.

„ბოლო მატჩებში კევინს საზარდულის მცირე პრობლემები ჰქონდა. სჯობს, დრო მივცეთ, რომ გამოჯანმრთელდეს და მოემზადოს ევრო 2024-ისთვის“, - ციტირებს ტედესკოს სიტყვებს ბელგიის ნაკრების პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა. ამ დროისთვის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.