დრიბლინგით მბაპეს, სანეს და დოკუს გაუსწრო
„ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეტოქეებს 29-ჯერ გასდა დრიბლინგით. ქართველი ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით ლიდერთა სიის სათავეში მოხვდა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.
ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში ყველაზე ხშირად დრიბლინგს აკეთებდნენ:
- ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 29;
- ლეროი სანე (ბაიერნი) - 28;
- კილიან მბაპე (პსჟ) - 28;
- ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი) - 28;
- ჟოაუ კანსელუ (ბარსელონა) - 24.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში გარემარბმა პარტენოპელების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიურ კლუბთან ძალაშია 2027 წლის ივნისის ბოლომდე.