"რეალის" ყოფილი სკაუტი: "ვინისიუსს კვარაცხელიაში გავცვლიდი"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა სკაუტმა მანოლო რომერომ განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის, „სამეფო კლუბში“ ვინისიუსის ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელია იხილოს.

როგორც მან თქვა, ქართველი უფრო მეტ გოლს იტანს, გარდა ამისა, ვინისიუსს მოედანს მიღმაც პრობლემები აქვს და თამაშზე კონცენტრირებული არ არის.

„ჩემი აზრით, ცუდი არ იქნებოდა, ვინისიუსის კვარაცხელიაში გაცვლა. ის მბაპესა და როდრიგოსთან ერთად შესანიშნავ შეტევას შექმნიდა. ვინისიუსი შეტევებს კარგად ვერ ასრულებს, არც ისე კარგად თამაშობს და ყველაფერს გოლებით ნიღბავს. მას უნდა ვესაუბროთ, მაგრამ სხვაგვარად. ის უნდა დავსვათ ეკრანის წინ და 30-ჯერ ვაყურებინოთ „ჟირონასთან“ მატჩი, შემდეგ კი ვუთხრათ: ასეთი ვინისიუსი გვჭირდება. თუ ვერ შეძლებ ასე თამაშს, მაშინ უნდა გადავხედოთ სიტუაციას. მას სწორად არ ელაპარაკებიან. უნდა ითამაშოს ისე, როგორც „ჟირონასთან“ და შეწყვიტოს სისულელეები. თუ გონებრივად არ შეიცვლება, მაშინ, კვარაცხელიათი შევცვლიდი, რომელიც უფრო შედეგიანია, ვიდრე ვინისიუსი“, - თქვა რომერომ.

აქვე გეტყვით, რომ მანოლო რომერო მადრიდის „რეალის“ სკაუტი კატალონიაში 20 წლის განმავლობაში იყო.