„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მამუკა ჯუღელის კომენტარს უპასუხა. როგორც მან თქვა, ნებისმიერ შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მასთან უნდა მივიდეს და არა მის აგენტთან.
„ისეთი შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება, ჩემთან უნდა მოვიდეს და არა მის აგენტთან. ხვიჩასთან ჯერ კიდევ მრავალწლიანი კონტრაქტი გვაქვს და გვინდა, ის გავახანგრძლივოთ. მე ჩემი მხრივ, მზად ვარ, ამაზე ზაფხულში კიდევ ვისაუბრებთ, რადგან ჩემი შეთავაზება ძალაშია. ვიცოდით, რომ კვარა შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მან „ნაპოლის“ წყალობითაც უკეთ წარმოაჩინა თავი“, - თქვა დე ლაურენტისმა.