ალ-ხელაიფი:

ალ-ხელაიფი: "ვამაყობ, რომ მესი, ნეიმარი და იბრაჰიმოვიჩი ჩემს კლუბში თამაშობდნენ"

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ ამაყობს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლიონელ მესი და ნეიმარი, რომ მის კლუბში თამაშობდნენ.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლიონელ მესი და ნეიმარი ჩვენს გუნდში თამაშობდნენ, წარმოადგენდნენ ჩვენს კლუბს. ცხადია, ეს სტრატეგიის ნაწილიც იყო.

ახლა, ახალი ციკლის დრო დადგა, მაგრამ ყოველთვის ვიამაყებთ იმით, რომ ასეთი ფეხბურთელები გვყავდა. მანამდე ვერავინ წარმოიდგენდა მათ პსჟ-ს მაისურში“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.