იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 22-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 84:75 დაამარცხა.
ბოლონიელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, რაც შეინარჩუნეს და უშუალო კონკურენტი დაამარცხეს, რითაც სატურნირო ცხრილში გადაასწრეს.
თორნიკე შენგელიამ 27 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 1 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ სერია A-ში 16 გამარჯვებით და 6 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 17 მარტს, „პეზაროს“ სტუმრად დაუპირისპირდება.