ნათელმირონობა და ნეპოტიზმი

ნათელმირონობა და ნეპოტიზმი "ნაციონალურად"

"9 ნომბერს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი შს მინისტრის კანდიდატურა რომ დაასახელა - 28 წლის პოლკოვნიკი ალექსანდრე ჭიკაიძე, - ამ კაცის დასახელება და "ნაციონალების" ყალუზე შედგომა ერთი იყო - თავიდან თქვეს ძალიან ახალგაზრდააო (გეგონება დეპუტატი მარიამ საჯაია არ არის ძალიან ახალგაზრდა და ლამის ძუძუმწოვარა), მერე თქვეს მაგის მამას "პაწია" ერქვა დაყისიც პოლიციაში მუშაობდაო. აქედან რომ ვერაფერი გამოადნეს, მერე ის მოიგონეს, ეგ ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათლულია, თავად თამაზაშვილი "პაწიასთან" მეგობრობდაო - მაგარი კომპრომატია, ჩემმა მზემ", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით ნათელმირონობა "ნაციონალურად"!

"თანაც ამ ყველაფერზე უტუჩებო გივია თარგამაძე რომ ჰყვება ქართველი საზოგადოების წინაშე, მაგარია ხომ? ჯერ ერთი, როგორც გავარკვიე, ალექსანდრე ჭიკაიძე არ არის თამაზ თამაზაშვილის ნათლული და მეორეც - დავუშვათ, არის, მერე რა? რაც თვითონ "ნაციონალებმა" აკეთეს 9 წლის განმავლობაში ამის ფონზე ეს ნეპოტიზმია? თქვენ რომ ნათელმირონებიც ხართ და ამავე დროს არც ერთმანეთს ინდობთ სექსუალური თვალსაზრისით ეგ როგორაა? მოდით, ძვირფასო მკითხველებო "ნაციონალების" ნათელმირონობის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას. მაშ ასე...", - წერს სტატიის ავტორი.

"1. მიხეილ სააკაშვილს ნათელმირონი აკავშირებს გრიგოლ ვაშაძესთან და ნინო ანანიაშვილთან, 2. გიორგი ბარამიძეს ნათელმირონობა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილთან, 3. გივი თარგამაძეს- ერეკლე კოდუასთან, 4. ვანო მერაბიშვილს და თაკო სალაყაიას - ზაზა გოროზიასთან, 5. ვანო მერაბიშვილს - მიხეილ მაჭავარიანთან, 6 . ვანო მერაბიშვილს - ბაკურ კვეზერალთან, 7. ამირან მესხელს - ხათუნა გოგორიშვილთან, 8. საავტომობილო გზების ყოფილ უფროსს მამუკა ლეჟავას - საქართველოს ინფრისტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან, 9. ლადო ვარძელაშვილს - გიორგი უდესიანთან, 10. გიგა ტატიშვილს - ლადო ვარძელაშვილთან, 11. დათო კირკიტაძეს - გიორგი არველაძესთან, 12. ნიკა მელიას - გიორგი ყავლაშვილთან 13 მიხეილ მაჭავარიანს - სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ხახნელიძესთან. 14 გიორგი ღვინიაშვილს - სოფელ დიღმის პოლიციის უფროს კანკავასთან", - განაგრძობს რესპონდენტი.

"15. პარლამენტარ ლევან ქარდავას ნათელმირონობა აკავშირებს მეგის ქარდავასთან, 16. კახა ბენდუქიძეს - შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსთან და თბილისის მერის ყოფილ მოადგილე გიორგი ცხაკაიასთან, 17. დათა ახალაიას - ლევან ქარდავასთან, 18. გიორგი ალანიას და კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან კოტე არჩიას - დათა ახალაიასთან, 19. დათა ახალაიას - ფაჩულიასთან, რომელიც მუშაობდა იმერეთის რეგიონის სამხედრო პოლიციაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე, 20. კუდ-ის სამეურნეო ნაწილის ყოფილ უფროს გრიგოლ თევზაძეს - ბაჩო და დავით ახალაიებთან. აჰა, როგორი სიაა! ხომ აკლია ამას ახლა ბოლოში ჯვარი და სანთელი? თუმცა ამთთვის არც ერთი არსებობს და არც მეორე...", - დაასკვნის სტატიის ავტორი.