„ტორინოს“ მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის ასისტენტმა მატეო პარომ საბა საზონოვზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მას თამაში იმიტომ დაავალეს, რომ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ.
„საზონოვი თამაშში ჩავრთეთ, რადგან კვარას კარგად იცნობს. ის არის ბიჭი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს. შემდეგ კვარას პოზიცია შეუცვალეს და ჩვენც მოგვიწია გეგმის შეცვლა“, - თქვა პრესკონფერენციაზე პარომ.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა სერია A-ში მე-11-ედ ითამაშა. „ტორინო“ 38 ქულით მეათეა და წინ „უდინეზესთან“ დუელი ელოდება.