„ნაპოლი“ სერია A-ს 28-ე ტურში შინ „ტორინოს“ დაუზავდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, გარდა იმისა, რომ ნეაპოლელთა ერთადერთი გოლის ავტორია. იტალიურმა მედიამ მისი თამაში შემდეგნაირად შეაფასა.
Sportmediaset 7 ქულა: „პირველ ტაიმში ცოტა გაუჭირდა მეტოქის მოტყუება და ორი დიდებული შანსი ჰქონდა გოლის გასატანად, მაგრამ მილინკოვიჩ-სავიჩმა ორჯერვე აჯობა. მეორე ტაიმში ტემპი გააძლიერა, ანგარიში შესანიშნავი გოლით გახსნა და რამდენჯერმე კვლავ დაუპირისპირდა „გრანატას“ მეკარეს“.
Tuttonapoli 7 ქულა: „მე-14 წუთზე დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ მეტისმეტად შუაში დაარტყა. გოლთან ახლოს ვარდნაში თავითაც იყო, მაგრამ მიზანს მარიო რუისთან ლამაზი სამკუთხედით მაინც მიაღწია. ერთადერთი, ვინც ყველანაირად ცდილობდა“.
Calciomercato 7 ქულა: „ის დაბრუნდა, ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. საგოლე კომბინაცია თვითონ დაიწყო და დაასრულა. ბოლომდე მაღალი დონის ხარისხით ცდილობდა, ყოველთვის სურდა ბურთი და დუბლთან ახლოს რამდენჯერმე იყო. ერთადერთი ნაკლი მის თამაშში დასაწყისში გამოუყენებელი მომენტია“.
Eurosport 7.5 ქულა: „მხოლოდ ბრწყინვალე მილინკოვიჩ-სავიჩმა არ შეასრულებინა დუბლი ან თუნდაც ჰეთ-თრიქი. თამაში, რომელშიც მან ყველაფერი კარგად გააკეთა“.
Tuttomercatoweb 7.5 ქულა: „ერთ დღეს, როცა ის მოახერხებს საბოლოო ფაზაში ცივსისხლიანად მოქმედება მეტოქის საჯარიმოში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე ვისაუბრებთ. მხოლოდ ეს ბოლო ნაბიჯი აკლდება და მატჩის დასაწყისში გამოუყენებელი მომენტი სწორედ ამაზე მიანიშნებს. გოლი მაინც გაიტანა, არც ისე ბანალური. მატჩის მიწურულს გუნდი მხრებით ატარა და პრაქტიკულად ყველგან იყო. ისევ საუკეთესო“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 10 გოლი, 5 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 44 ქულით მეშვიდეა და მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.