„საქართველოს მთავარი პროკურორი თანამდებობას ტოვებს, მიზეზად კი რეფორმებზე განსხვავებული შეხედულებებს ასახელებს“ – ამ სათაურით აქვეყნებს "როიტერსი" სტატიას არჩილ კბილაშვილის შესახებ.
„საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით ხუთშაბათს გააკეთა. იგი გამოეყო მმართველ კოალიციას (მიზეზად რეფორმებზე განსხვავებული შეხედულებები დაასახელა) მანამ, სანამ ახალი პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი პოსტებს დაიკავებენ. არჩილ კბილაშვილის წასვლა არის სენსიტიური, რადგან კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დასავლეთის მხრიდან კრიტიკის საგანია პოლიტიკური მეტოქეების დაკავების გამო. კოალიცია არის ევროპის ზეწოლის ქვეშ, რათა არ ჩაიწეროს ქულები პოსტიდან მიმავალი მიხეილ სააკაშვილის დევნის გამო. გასულ წელს ევროკავშირმა გააფრთხილა საქართველო, არ მიჰყვეს პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს. ის შიშობს, რომ სააკაშვილის დაკავებამ შეიძლება, საფრთხე შექმნას სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში, სადაც ევროპისკენ კასპიის ნავთობისა და გაზის მილსადენები გადის. კბილაშვილმა, რომლის ოფისსაც აქვს დიდი როლი ასეთი მაღალი დონის საქმეებში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დატოვებს თანამდებობას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. მან განაცხდა, რომ არ აქვს დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვლითან, რომელიც გახდება პრემიერ–მინისტრი, თუმცა არის განსხვავებები პრიორიტეტებში, რომლებიც სამართალდაცვით სფეროში უნდა განხორციელდეს’’, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, „მარგველაშვილის გამარჯვებამ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მთავრობზე, პარლამენტსა და პრეზიდენტის ინსტიტუტზე კონტროლი მოუტანა, თუმცა პოლიტიკური გაურკვევლობა ქვეყანაში გრძელდება, რადგან ბიძინა ივანიშვილი უთმობს პოსტს ღარიბაშვილს, რომელიც აქამდე შს მინისტრი იყო“.
„პრემიერი აცხადებს, რომ შეასრულა თავისი საქმე, რადგან მისი მეტოქე სააკაშვილი ტოვებს პოსტს. კბილაშვილის დროს განხორციელდა დაკავებები ათობით ყოფილი მაღალჩინოსნის, მათ შორის ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ექს–მინისტრ ბაჩო ახალაიასი, თუმცა პროკურატურა გაკრიტიკებულია ზოგიერთი საქმის მოუგვარებლობის გამო. კბილაშვილი არ იყო ძლიერი ფიგურა... ხელისუფლება ცდილობს, გადაიტანოს ხალხის ყურადღება დაშვებული შეცდომებიდან და პრობლემებიდან,“– ციტირებს სტატიის ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი თევდორაძის სიტყვებს.
„ივანიშვილმა პრიორიტეტად ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯა განსაზღვრა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კრიმინალში, კორუცფიაში და ადამიანის უფლებათა დარღვევაში. იგი ასევე შეეცადა, უკეთესი ურთერთობები დაემყარებინა ორივესთან –რუსეთთან (რომელმაც საქართველოსთან ომი აწარმოა 2008 წელს) და ევროკავშირთან“ – წერს თავად სტატიის ავტორი.
„კბილაშვილის წასვლა საშუალებას მისცემს ღარიბაშვილს, დაიწყოს საქმიანობა სუფთა ფურცლიდან. კბილაშვილის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს, დაადანაშაულოს ის ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის ჩავარდნაში. ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რა გავლენას მოახდენს კბილაშვილის გადადგომა სამართალდაცვით სფეროში განსახორციელებელ რეფორმებზე. ამ საკითხს ნათელი მოეფინება, როდესაც კბილაშვილის შემცვლელი დასახელდება“ – დასძენს მიმომხილველი.