„მამუკა ხაზარაძე არის მევახშე კაჟაია ბულავა, რომელიც ხელს აუწევს თავის ბაღნებს და აყვირებს.... ხაზარაძის ბაღნებია გეგელია, ნაცვლიშვილი, ბუაძე“

„მამუკა ხაზარაძე არის მევახშე კაჟაია ბულავა, რომელიც ხელს აუწევს თავის ბაღნებს და აყვირებს.... ხაზარაძის ბაღნებია გეგელია, ნაცვლიშვილი, ბუაძე“

რატომ შეცვალა ოპოზიციამ ტერმინოლოგია და რატომ გადაერთვნენ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმეების დაპირებაზე? მამუკა ხაზარაძეს ახლაღა გაახსენდა პენსიონრებისთვის 1000-ლარიანი პენსიის დაპირება და ცეცხლითა და მახვილით კორუფციის აღკვეთა, გიორგი ვაშაძეს ზუსტად არჩევნების წინ მოაგონდა დიადი აღმშენებლობა და სავსე მაცივარი.

ოპოზიციის რიტორიკაში უკვე სულ უფრო ნაკლები დრო ეთმობა სიტყვებს - „რუსეთუმე“, „ოლიგარქია“, „კლანი“. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს: „როდესაც არჩევნები მოახლოვდა, ოპოზიცია მიხვდა, ხალხს რა სჭირდება. მიხვდნენ, რომ ის თემები, რომლითაც ცდილობდნენ გარკვეული მღელვარებები შეექმნათ, სინამდვილეში, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არარელევანტურია. პარლამენტში ახსენეს ბავშვები, ეს ტერმინი მათთვის არც კი არსებობდა, მაშინ მათთვის რელევანტური არ იყო“.

წამგებიანი რიტორიკის შემდეგ იქნება თუ არა მომგებიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გულუხვი წინასაარჩევნო დაპირებები და დაიჯერებს თუ არა ამომრჩეველი იმ ადამიანების ნათქვამს, რომელთაც აქამდეც შეეძლოთ სოციალური პასუხისმგებლობა ეტვირთათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს?

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე არის კაჟაია ბულავა, რომელიც აუწევს ხელს თავის ბაღნებს და აყვირებს, ხაზარაძის ბაღნები კი არიან გეგელია, ნაცვლიშვილი, ბუაძე... თანამედროვე მევახშე კაჟაია ბულავა მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს, ამ არჩევნებში რაღაც ხმები მიიღოს, თუმცა ვერაფერს ვერ მიიღებს, რადგან ეს არის მევახშე წურბელა, მევახშე წურბელები კი ქართველ ხალხს არ უყვარს. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ედიშერ გვენეტაძის თქმით, ვაშაძე აბსოლუტურად ბრიყვია.

„ვაშაძეს სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ამერიკაში ჩავიდა, იქ ვიღაცებს შეხვდა ეგ საწყალი, სადაც უთხრეს, ხელისუფლების შეცვლაში ჩვენ დაგეხმარებითო. ვაშაძეც ჩამოვიდა საქართველოში და დააბრეხვა ასეთი სისულელე - ამერიკაში გადაწყდა, საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. ვეკითხები ამ მოპოლიტიკოსო ელემენტს, უძაღლო ქვეყანაში აყეფებულ კატას, საქართველოს კონსტიტუციის რომელ ნაწილში წერია, რომ საქართველოში ამერიკელებმა ან კანადელებმა უნდა შეცვალონ ხელისუფლება? სად ამოიკითხა ასეთი რამ ვაშაძემ? ასეთი ბრიყვების ადგილი საქართველოში არ არის და არც იქნება ოქტომბრის შემდეგ. სხვათა შორის, ვაშაძეს ჭიჭიკოს ვეძახი. ადრე, ჩემს ახალგაზრდობაში, სახელმწიფო ტაქსები იყო, ამიტომ კერძო მანქანას რომ გავაჩერებდით და წავიყვანდით სადმე, ვეძახდით, ჭიჭიკო წავიყვანეთო, ფულს ვაძლევდით და იმიტომ, ზუსტად ასეა ვაშაძეც, ფულს რაშიც უხდიან, იმას ლაპარაკობს. აქედან გამომდინარე, ჭიჭიკო ვაშაძეები შეიძლება იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ისინი, უბრალოდ, საცირკო ელემენტებს წარმოადგენენ. ვურჩევდი ხაზარაძეს, რომელსაც ფული აქვს, იყიდოს ერთი დიდი „პალატკა“, გადახუროს, შევიდნენ შიგნით თავის ვაშაძეებიანად და ხალხი ცირკის საყურებლად მიიწვიონ. მათი დაპირება 1000-ლარიანი პენსიისა და სავსე მაცივრების შესახებ სიბრიყვეა“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას ხუმრობით შენიშნავს, გიორგი ვაშაძე რომ ამბობს, მაცივარი სავსე იქნებაო, მაცივრის ზომაზე ამბობს რამეს?!

„ხუმრობა იქით იყოს, მივესალმები, რომ ქართულმა ოპოზიციამ, ბოლოს და ბოლოს, ყურადღება მიაქცია მოსახლეობის ინტერესებს. მართალია, არავინ იცის, ჩვენმა ოპოზიციამ რეალურად სწორად გამოიცნო თუ არა ეს ინტერესები, მაგრამ ფაქტია, ცდილობენ, სიტყვიერ დონეზე მაინც გაითვალისწინონ ხალხის ინტერესები. თუმცა ეს მისასალმებელი ტენდენცია გამოწვეულია იმით, რომ არაფრის მომცემი არ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის „რუსეთუმეს“ ძახილი. თვითონ ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის, რომ არაფრის მომცემი ეს რეპლიკა არ არის, რადგან რეალურად ისიც კი ვერ დაამტკიცეს, ხელისუფლებას ჰქონდა თუ არა რამე კავშირი რუსეთთან“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, შეიძლება ვიღაცას კიდეც სჯერა, რომ 1000-ლარიან პენსიას მისცემს ხაზარაძე, ხოლო ვაშაძე მაცივარს გაუვსებს, მაგრამ, პრინციპში, არჩევნებიც მაგიტომ ტარდება, რომ იმ პარტიას მისცენ ხმა, რომლისაც სჯერათ.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ასეთ დაპირებებს დაიჯერებს, თვითონვე იქნება დამნაშავე იმაში, რასაც მიიღებს ამ გადაბერებული პარტიების ხელისუფლებაში მოყვანით.

„გადაბერებულ პარტიებში ვგულისხმობ, რომ ქართველი ოპოზიციონრები რაღაც დაღლილები არიან, მოქმედების უნარი, სიახლის გრძნობა დაკარგული აქვთ. ამდენად, ძალიან საეჭვოა, მათ ამ არჩევნებზე შედეგი დადონ თუნდაც იმიტომ, რომ 2012 წლის შემდეგ სულ ეს პარტიები ფიგურირებენ, ამ ხნის განმავლობაში კი მათ არანაირი მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

trampi ყოჩაღ ავტორს

სათაური ჯიგარია !!!!!!!!!!!!!!
2 თვის უკან
გიორგი ბერძულიშვილი პარტიის სახე გეგელია და ნაცვლიშვილი რომ იქნება და იმ პარტიას პრეტენზია ექნება ქვეყანა მართოს ... ა ეტა რაზვე ნარმალნა?
2 თვის უკან