საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, ლუის ენრიკე თავიდანვე სრულიად არაადეკვატურია პსჟ-სთვის. ის პროვოკატორია. ზედმეტი ამბიცია აქვს. მან ჯერ კიდევ ვერ იპოვა თამაშის სწორი ფორმულა და კილიან მბაპეზეა მიჯაჭვული. თუმცა არ მოსწონს მბაპე. როგორ თამაშობს, მისი ქცევა. იმიტომ, რომ თავად სურს სურს გახდეს გუნდის მთავარი ვარსკვლავი,“ - ციტირებს დიუგარის სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას პსჟ დატოვოს და მადრიდის „რეალში“ გადავიდეს.