„თუკი 40%-დან 60%-მდე ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი ოპოზიციისკენ გადაიხრება, მაშინ ველი, რომ ივანიშვილის სერიოზული ჩართულობა გახდება საჭირო“

„თუკი 40%-დან 60%-მდე ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი ოპოზიციისკენ გადაიხრება, მაშინ ველი, რომ ივანიშვილის სერიოზული ჩართულობა გახდება საჭირო“

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, სულ უფრო აქტიური ხდება კითხვა, როდის და რა ფორმით იქნება ის წინასაარჩვენო კამპანიაში ჩართული. ექნება შეხვედრები მოსახლეობასთან თუ მისი კომუნიკაცია მხოლოდ მედიასთან შემოიფარგლება და ისიც რამდენიმე ინტერვიუთი? ან კი არსებობს იმის საჭიროება, რომ ივანიშვილი „ოცნების“ წინასაარჩვენო კამპანიაში ღიად და საჯაროდ ჩაერთოს?

ანალიტიკოსები for.ge-სთან ასახელებენ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც შესაძლოა, ის საჯაროდ გააქტიურდეს. ამასთანავე დასძენენ, რომ 2012 წლის არჩევნები და 2024 წლის არჩევნები, მართალია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ არც ეს არჩევნები არ არის ნაკლებად მნიშვენლოვანი. მათი აზრით, ამ 8 თვეში შესაძლოა პროცესები რადიკალურად შეიცვალოს და არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება, ქვეყნის გარეთ თუ მის შიგნით. ეს იცის ივანიშვილმა, ამიტომ ის მოვლენების განვითარების და მიხედვით იმოქმედებს. მისი პოლიტიკაში დაბრუნების ლოგიკაც ეს არის, რომ მან თავი და ქვეყანა გარკვეული რისკებისგან დააზღვიოს.

„ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებებს“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს და განმარტა, რომ საარჩევნო კამპანიის დაგეგმვასთან დაკავშირებით მათ შორის საუბარი ჯერჯერობით არ შემდგარა.

„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ეს არის მასზე, მის ხედვაზე დამოკიდებული. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გვექნება შეკრებები, დაიგეგმება საარჩევნო კამპანია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში, მასზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ გააქტიურდება რამდენიმე შემთხვევაში. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში აქტიურობის დიდი სურვილი არ აქვს, მაგრამ თუკი ამის საჭიროებას დაინახავს, აუცილებლად გააქტიურდება.

„რა თქმა უნდა, ივანიშვილმა რომ დაინახა მისი პოლიტიკაში ჩართვა აუცილებელი იყო და ის შორიდან პროცესებს ვერ გააკონტროლებდა, ამიტომ გამოჩნდა ისევ ღიად. მან აიღო პარტიაში უფლებამოსილება იმის, რომ პრემიერის კანდიდატურა ექსკლუზიურად წარადგინოს. ამიტომ ის უკვე პოლიტიკაშია ჩართული, თუმცა საჯარო აქტიურობა რამდენიმე შემთხვევაში შესაძლოა დაიწყოს. ამაზე რაკი წავიდა, ე.ი. პარტიის შიგნით დაინახა რაღაც ის პრობლემები, რის გამოც აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო.

ის საჯაროდ პოლიტიკაში იმ შემთხვევაში ჩაებმება, თუკი დაინახა, რომ „ოცნებაში“ ირაკლი კობახიძემ რაღაცები ვერ მოაგვარა და გარკვეულ კონცეფციას ვერ მოუყარა თავი, მისი გუნდი არ აღმოჩნდა წარმატებული. კობახიძე საპარლამენტო სიებში აშკარად თავისას მოითხოვს. ლოგიკურია თავისას მოითხოვს ღარიბაშვილიც და ის გულზე ხელდაკრეფილი ვერ იქნება. ამიტომ არ არის გამორიცხული, დაიწყოს შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, რაც ივანიშვილმა უნდა განმუხტოს. მის გარდა ამას ვერავინ შეძლებს. მან ეს იცის და ამისთვის დაბრუნდა ასევე. მეორე მიზეზი კი შესაძლოა გახდეს ის ფაქტორი, თუკი 40%-დან 60%-მდე ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი მართლა ოპოზიციისკენ გადაიხრება. მაშინ ველი, რომ ივანიშვილის სერიოზული ჩართულობა გახდება საჭირო. ისიც კი არ არის გამორიცხული, რომ ყოველდღიურად გამოჩნდეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, კობახიძემ ახლა დაიწყო ივანიშვილის დავალებების შესრულება და უკვე ღიად ჩანს, რომ პრემიერი გარკვეული სოციალური პრობლემების მოგვარებას ცდილობს. კონფლიქტოლოგის აზრით, მეტწილად სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შეძლებს კობახიძე ქვეყანაში არსებული გამოწვევებისთვის თავის გართმევას.

„ვხედავთ, ბოლო დღეებში პრემიერმა რამდენიმე სოციალურ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები შეცვალა. მაგალითად, „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ დაკავშირებით კობახიძემ უკან გადადგა ნაბიჯი და ეს თემა დათმო. ეს არის „ოცნების“ პოლიტიკის ნაწილი, როდესაც ხედავს, რომ რაღაცაში შესაძლოა ბოლომდე ჩაეფლოს და უფრო დაზიანდეს, ამისთვის ყოფნის ჭკუა და უკან იხევს.

მგონია კობახიძე საქმეს რომ ჩაუღრმავდა, მიხვდა წყალქვეშა დინებებს, რომ შესაძლო იყო, ეს პრობლემა ძვირად დასჯდომოდა „ოცნებას“, დათმობა გადაწყვიტა. ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც კობახიძეს ვაკვირდები, ის უფრო საჯარო ფიგურაა, როგორც ვთქვი ადრეც, არ ერიდება ჟურნალისტებთან საუბარს. გონიერი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც ვიღაცის დაწერილის წაკითხვა ნამდვილად არ სჭირდება. არ ერიდება პაექრობას, ამიტომაც გააკეთა ივანიშვილმა მასზე აქცენტი, რომ მან საარჩევნოდ „ოცნების“ ინტერესები საჯაროდ დაიცავს, არ იმალებოდეს დაწერილი ტექსტების უკან. კობახიძისნაირი ფიგურა საზოგადოებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ჩინოვნიკი, რომელიც იმალება და საჯაროობის ეშინია“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ზუსტად იმიტომ დაბრუნდა, რომ პროცესების მიღმა არ ყოფილიყო. ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება 2024 წლის არჩევნებს უკავშირდებოდა. თუმცა ანალიტიკოსი ივანიშვილისგან 2012 წლის მსგავს აქტიურობას არ ელის და ფიქრობს, რომ ახლა „ოცნებას“ არ აქვს იმ დონის პორბლემები, რომ საქმე აქამდე იყოს მისული.

„რა თქმა უნდა, ის ჩაერთვება საარჩევნო პორცესში და ამაში თითქმის ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ რა ფორმით და რა ინტენსივობით, ამას დავინახავთ, როდესაც საარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყება. არ ველი მაინც და მაინც, რომ ივანიშვილი 2012 წლის მსგავსად დაიწყებს რეგიონებში სიარულს და ხალხთან მასობრივ შეხვედრებს. მაშინ სრულიად სხვა მოცემულობა და სიტუაცია იყო. გვახსოვს, ალბათ, ოპოზიცია, რომელიც მაშინ მოღვაწეობდა, პულსი აღარ ესინჯებოდა. სრულიად მკვდარი პოლიტიკური ფიგურები ივანიშვილმა გააცოცხლა და პოლიტიკურად ოპოზიცია გააერთიანა. მაშინ სრულიად სხვა პრობლემების წინაშე იდგა ქვეყანა. კი ბატონო, ახლაც არანაკლები გამოწვევის წინაშე ვდგავართ. 2024 წლის არჩევნები არ იქნება მარტივი, მაგრამ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ოპოზიციურ ფლანგზე რა მოცემულობაც გვაქვს, „ოცნება“ ბევრად უპირატეს მდგომარეობაშია. ვნახოთ, 8 თვემდე შესაძლოა ორივე მხრიდან რადიკალურად რაღაცა შეიცვალოს. პოლიტიკურ პროცესებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ასევე ივანიშვილის აქტიურობაზეც. რა დოზითაც საჭირო იქნება, იმ დოზით ჩაერთვება. ალბათ, „ოცნების“ გამოწვევა ამ ეტაპზე ე.წ. ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველია, რომელიც საკმაოდ მერყევია, როცა საქმე უკვე არჩევნების დღეს ეხება. თუკი პოლიტიკური ველი ისევ პოლარიზებული გახდა, დაიწყო დაპირისპირება კვლავ ორ პარტიას შორის, ასეთი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან მაინც „ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს“,-ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება პრემიერის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს, ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეს არის, როგორც კობახიძის სამუშაო პროცესი, ასევე წინასაარჩევნო კამპანია და ამაში გასაკვირი არაფერია. ამიტომ ის არ გამორიცხავს, რომ მსგავსი სოციალური საჩუქრები მოსახლეობისთვის იყოს, როგორც ეს „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ დაკავშირებით მოხდა.

 

trampi ამის დამწერს--მეთქი---- როგორა ვთქვა თორემ მართალი ვიქნები

რა ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველიც გინდა იყოს ნაცების მხარეს ვინ გადაიხრება და ნაცებს ხმას ვინ მისცემს ??/
ჰჰჰააა ჰააა დღევანდელი ახალგაზრდები მაშინ 5-8 წლისები რომ იყვნენ, ტყემალზე რომ ზიან და არ იციან მაშინ რა ხდებოდა
მერე??/ მაგათ დაჟე უკლებლივ ყველამ ხმა ნაცებს რომ მისცენ ეგენი არიან მოისახლეობის 25 %
მაგრამ სინამდვილეში მათგან ჰააა ჰააა ნახევარმა ანუ 13 % მისცეს ხმა......ისიც დაბოლებულებმა ..
მათგან ყველა დაბოლებული ხომ არააა ?? ზოგს მაინც ექნება გაგებული ნაცების საქმენი საგმირონია......ვიღაცა რაღაცას მაინც ხომ ეტყოდათ??
ან ყველა ანა ნაცვლისვილივით მაზოხისტი ხომ არააა??
* მიუმატე მაგათ კიდე ტანსაცმლიანი ნაცები ........... ჰააა 15%
მიუმატე მაგათ ასო-ებისაგან ნაყიდი ხალხიც 10 %
მოკლედ გაწიე გაფხრიწე ნახტომში მაგათ გამოუვიდეთ დიდი დიდი 35--40 %.(ეგეც ძალიან მაღალი ნახტომით)...
.........ჰოოდა საიდან სამოცი პროცენტი??

ანა ნაცვლიშვილზე გამახსენდა--------- სტალინის რეპრესიების დროს ბევრს მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს
~ჰოოდა სტალინი რომ მოპკვდა ყველაზე მეტად ისინი იხოკავდნენ ტირილისგან სახეს...
აი ეგა ნაცვლიშვილიც----ქაჯი
ყველაზე ძალიან კი ის მაცინებს ხოლმე, ინგლისურის ცოდნა ზოგიერთს განათლება რო ჰგონია
მთელი ინგლის ამერიკა ინგლისურად ლაპარაკობს მაგრამ მაგათზე გაუნათლებელი ერი იშვიათია...
9 თვის უკან