"ბაიერნში" ჩაბი ალონსოს ალტერნატივად იტალიელ მწვრთნელს განიხილავენ

მიუნხენის „ბაიერნი“ თომას ტუხელის შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

მიუნხენელთა მთავარი სამიზნე „ლევერკუზენის“ თავკაცი ჩაბი ალონსოა, მაგრამ ალტერნატიული ვარიანტიც აქვს - რობერტო დე ძერბი. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

ბავარიელები თუ ჩაბი ალონსოს ვერ დაითანხმებენ, მაშინ აქცენტს 44 წლის იტალიელზე გააკეთებენ, რომელიც 2022 წლიდან ინგლისურ „ბრაიტონში“ წარმატებით მუშაობს. დე ძერბის სამწვრთნელო კარიერაში მანამდე იყო „ფოჯა“, „პალერმო“, „ბენევენტო“, „სასუოლო“ და „შახტარი“.

მას „ბრაიტონთან“ 2026 წლამდე აქვს კონტრაქტი და მიუნხენელებს ინგლისელებისთვის მის სანაცვლოდ კომპენსაციის თანხის გადახდა მოუწევთ, რაც 15 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დე ძერბით „ბარსელონაცაა“ დაინტერესებული.