NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს „ორლანდო მეჯიქმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ 108:82 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა, მაგრამ ისევ ძალიან მცირე. ქართველმა ცენტრმა 7 წუთში 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ორლანდო“ 33 მოგებით და 26 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 1 მარტს, „იუტასთან“ გამართავს.