ჰოლანდის 5 გოლი და დე ბრუინის 4 საგოლე პასი ასოციაციის თასზე

ჰოლანდის 5 გოლი და დე ბრუინის 4 საგოლე პასი ასოციაციის თასზე

ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ლუთონ თაუნი“ 6:2 გაანადგურა, მატჩს კი ორი სუპერგმირი ჰყავდა.

ერლინგ ჰოლანდმა და კევინ დე ბრუინმა უბრალოდ იფრინეს. ნორვეგიელმა ბომბარდირმა მეტოქეს 5 (!) გოლი გაუტანა, ხოლო ბელგიელმა ჯადოქარმა 4 (!) საგოლე პასი გააკეთა.

„სიტი“ 3:0 დაწინაურდა ჰოლანდის ჰეთ-თრიქით, რასაც მასპინძლებმა ორი გოლით უპასუხეს, მაგრამ თამაშში მაინც ვერ დაბრუნდნენ, რადგან „სიტიმ“ მერე კიდევ 3-ჯერ დაამწუხრა მეტოქე. ჰოლანდმა 5-დან 4 გოლი დე ბრუინის პასით შეაგდო. ბოლო გოლი მატეო კოვაჩიჩის აქტივშია.

„მანჩესტერ სიტი“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მეტოქის ვინაობას მოგვიანებით გაიგებს.