„ლიბერასტები“, „შავრაზმელები“ „დასავლეთის ჭინკები“ , მეფე და ეკლესია

„ლიბერასტები“, „შავრაზმელები“ „დასავლეთის ჭინკები“ , მეფე და ეკლესია

- თქვენ გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის ერთ ერთი ნათლია ბრძანდებით. ნათლობის შემდეგ მედიასთან საუბარში მონაქრიის აღდგენის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთეთ, რასაც მედიაში, სოცილუარ ქსელებში, საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გაკეთდა უამრავი განცხადება ალბათ ამის შესახებ ინფორმირებული ხართა, თქვენი აზრით რაო გამოიწვია ასეთი რეაქცია?
-ძალიან სამწუხაროა თუ ეს ასე არის და სრულიად უჩვეულოა ჩვენ კულტურისათვის. საერთოდ აგრესია და მითუმეტს თუ ასეთი რამე არსებობს. აჟიოტაჟი კი ალბათ იმიტომ ატყდა, რომ საზოგადოება არ არის ამ დისკუსიისათვის ბოლომდე მზად. უფრო სწორად, მე მგონია, რომ მზაობა უდაოდ არსებობს და მაგიტომაც მოჰყვა ამას ამხელა გამოხმაურება, მაგრამ განათლება თუ გათვითცნობიერება ამის გარშემო საზოგადოებაში არის ბუნებრივად ძალიან დაბალი. იმიტომ, რომ წაგვართვეს რა, სამეფო ყველაფერი გაკეთდა ამ გასული 200 წლის განმავლობაში რათა ჩახშობილიყო ეს თემა ჩვენს საზოგადოებაში, როგორც დამოუკიდებელი მონარქიის იდეა ჯერ კიდევ „ცარისტული“ რუსეთიდან დაიწყო ეს და გაგრძელდა ძალიან ინტენსიურად კომუნისტურ პერიოდში და ასეთივე გაავებით იდეოლოგიურად ეს გაგრძელდა იმ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში რასაც ჰქვია ალბათ კაპიტალისტური სამომხმარებლო სისტემის მმართველობა და ეს სამივე სისტემა, უკლებლივ თვითოეული მათგანი ებრძვის ქართული მონარქიის როგორც იდეის აღდგენას. და როგორც კომუნისტების დროს რუსული სიტყვა „პოპ“ ანუ მღვდელი იყო დასაცინი სიტყვა, ეს იყო კლიშე და სტერეოტიპი, იგივე დამოკიდებულება შეძლო ამ სამმა ეპოქამ თავისი ანაბეჭდი დაეტოვებინა ჩვენს ცნობიერებაზე. ხალხი ისე უმეცარ კომენტარებს აკეთებს იმის შესახებ თუ რა რაის მონარქია და იმდენად პრიმიტიულია ჩვენი დამოკიდებულება, რომ ახლა თურმე მოვა ბოროტი მეფე, რომელიც თურმე ჩვენ ყველას დაგვამონებს და გვმართავს და სინამდვილეში ის მარტივი ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ მონარქიები არის მსოფლიში, რომ ყოველი მეოთხე ქვეყანა არის სამეფო გირგვინის ქვეშ და სწორედ ეს ქვეყნები იმართება ყველაზე სტაბილურად და ყველაზე კარგად სტატისტიკურად ამას ეტყობა დრო სჭირდება რომ ჩვენ ნელ-ნელა მივეჩვიოთ ამაზე ფიქრს, ამაზე საუბარს და რა თქმა უნდა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა საქართველოში არის ხანგძლივი პროცესი , რომელიც ვერ მოხდება თუ კი ჩვენი საზოგადოება ამას არ მოინდომებს. მაგრამ ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და გამაოგნებელი იყო ინგა გრიგოლიას ეთერში ინტერაქტივის შედეგები, როდესაც 80 პროცენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას და ამ ფაქტის მიჩქმალვა, უგუვებელყოფა და ამ ხაზის არ გასმა არაფრით არ შეიძლება.

 - სატელეფონო ზარები ერთია და საზოგადოების რეაქცია მეორე. ფაქტია რომ თქვენ ერთ განცხადებას დიდი აიჟიოტაჟი მოჰყვა და ალაბთ ამ თემაზე ძალიან ძნელი იქნება კონსენსუსუი მიღეწვა ან თუნდაც მარტივი დანხილვა. რამდნად შესაძლებელი რომ საკითხის ბოლომდე გასერიოზულების შემთხვევაში ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი დადგეს?
 - არა ვარ იურისტი და საკონსტიტუციო ცვლილებების სპეციალისტი და არ ვიცი რა პროცედურები უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ამ საკითხმა წინ გაიწიოს. მაგრამ ის საოცარი მზაობა , რომელიც იმ გადაცემის მაყურებელმა გამოიჩინა მონარქიის აღდგენისადმი გასათვალისწინებელია და ნებისმიერი პროცედურის შემთხვევაში რეფერენდუმი იქნება ეს პლებისიტი თუ რაღაცა სამთავრობო ინიციატივა ალაბათ პირველ რიგში საჭირო არის საზოგადოებრივი აზრის მომზადება და გაგება. იმიტომ რომ თუ ხალხს ეს არ უნდა ამას ქართველ ხალხს ვერავინ ვერ დააძალებს და ღმერთმა ნუ ქნას, დაძალებულ მონარქიაზე უარესი რა უნდა იყოს?! ანუ თუ ქართველმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა მერე რა ფორმეს მიიღებს ის იურიდიული თვალსაზრისით ეს უკვე სპეციალისტების გადასაწყვეტია. მე როგორც რიგითი ქართველი, რომელიც ამ იდეას მთელი ეს წლებია მხარს ვუჭრ და მიმაჩნია, რომ სწორედ კონსტიტუციური მონარქია არის დემკრატიის ყველაზე განვითარებული ფორმა და ასევე ქართველებისათვის ყველაზე ორგანული ფორმა, მე მხოლოდ მივესალმები თუ კი ეს აზრი წინსვლას განიცდის ჩვენგან.

 - თქვენ ასეთი ანცხადებაც გააკეთეთ - ქართველმა ხალხმა თუნდაც მეფის სახით აირჩია ბიძინა ივანიშვილი - ამ განცხადებასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. რისი თქმა გინდოდათ და რას პასუხობთ ამ აჯოტაჟს?
 - მოხდა უტრირება ჩემი გამონათქვამის და ჩემი არა სწორი ინტერპრეტაცია. თუ თქვენ ნახავთ იმ გადაცემას თვქვენ ნახავთ, რომ მე ხაზი გავუსვი ბიძინა ივანიშვილისადმი დიდი პატივისცემით, რომ ის მოდელი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ახლა მიჰყვება არის ძალიან მსაგვსი მონარქიული მოდელის ძებისა ქვეცნობიერად. მე ვეცადე ამისთვის ხაზი გამესვა, რომ აი, ბატონი ბიძინა, რომელიც მხსნელად მოევლინა ჩვენს საზოგადოებას აი იმ დესპოტიზისაგან რაც იყო სააკაშვილის დროს ახლა მიდის-მეთქი და ტოვებს ფიგურებს , რომელსაც ხალხი იღებს იმიტომ , რომ იციან , რომ ბატონი ბიძინა არსად არ წავა და თუ რამეა ისევ ჩაერევა. სწორედ ეს არის პროტოტიპი მონარქისტული აზროვნებისა და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ, ჩვენ ამისი არ უნდა გვრცხვენოდეს. ამ იდეის კრიტიკოსებს რაც შეეხებათ, მე ძალიან ვერიდები ყოველგვარ დაპირისპირებას მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას გაუმარჯოს თავის აზრზე. მაგრამ ესეც ძალიან მანიშნებელია, როგორი შეუწყნარებლები არიან და როგორი ტრამვირებულია ზოგიერთი, ამ ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრები, რომ განხილვაც კი, თავისუფალი განხილვაც კი ჩვენი ქვეყნისათვის ასეთი ორგანული, ასეთი ლოგიკური მიმართულებისა მათში იწვევს აგრესიას, დაცინვას და სრულიად მიუღებელ ქმედებებს.

 - ლიბერალური იდოლოგიის მიმდევრები ახსენეთ. თუ არ ვცდები თქვენ თქვით რომ ჯგუფი რომელიც იბრძვის სამეფო მონარქიის წინააღმდეგ, სწორედ ის ჯგუფია რმლის პოვოცირებული თემა იმის შესახებ რომ ეკლესიაში არის დაპირისპირება .?
- ეს მე ვთქვი... ეს არის ჯგუფი და მე მათ აგრესიული დასავლური ლიბერასტებს ვეძახი და არა მარტო მაგათ. ეს არის აგრესიული რელიგია თავად, რომელიც ებრძვის ყველაფერს სერიოზულს და ტრადიციულს, ოჯახი იქნება ეს , ეკლესია, მონარქიის იდეა, წესიერება , არ გარყვნა საზოგადოების, ეს არის ხალხი რომელიც ფინანსდება დასავლეთიდან და ხელფასს იღებს ამაში, რა თქმა უნდა არიან ამ გარყვნილების მიმდევრები, მარგამ არის ხალხი ახალგაზრდებ , რომლებიც იღებენ ამაში, 1000, 2000 , 3000 და მეტ ევროს და ფინასდებიან იმისთვის, რომ ებრძოლონ იყველაფერს წესიერს, ყველაფერს ქართულს , ტრადიციულს და მიაყენეონ შეურაცხყოფა სახოგაზოებას და დაცინონ, ესენი გამოირჩევიან უკიდურესი აგრესიით, წინა ხელისუფლების პირობებში მათ ძალიან დიდი ხელშეწყობა ქონდათ, რა თქმა უნდა რადიკალები, ყველა ფორმის და ყველა შნოსი, როგორც შავრაზმელები, ისე ანტიტრადიციონალისტი რადიკალები ყველა საზოგადოებაში არსებული, მაგრამ ცივილიზებული სახელმწიფოს როლი არის რომ ამ რადიკელბს მიუთითოს თავისი ადგილი და ესენი არ იყვნენ მთავარი აზრის გამომხატველები მასმედიაში და არ იყვნენ მთავარი საეთერო დროის დამკავებლები და გამღიზინაბებლები.

 - არ გსმენიათ და გამორიცხავთ რომ ეკლესიაში და სასულიერო პირებში არის დაპირიპირება?
 - მე არ ვარ საეკლესიო პირი და არ ვერკვევი საეკლესიო პოლიტიკაში და არ მიმაჩნია, რომ ჩემი საქმე არის რომ დავჯდე და ვიჭორაო რა ხდება ეკლესიის შიგნით. ეკლესია ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ქართველისთვის არის სიწმინდე და ლოცვის ადგილი, და თუ იქ რამე ხდება ეს ეკლესიის საქმეა და არა დასავლეთიდან დაფინანსებული ჭინკების. ნებისმიერი რელიგია, ახდენს მონაწილეობას ადამიანის სულიერ ცხოვრებაში , ნებსით თუ უნებლიეთ ერევა მის საქმიანობაში. თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა , რომელიმე მინისტრის მოადგილე რომელიც არის კათოლიკე, მართლმადიდებელი ქრისტიანი, ან იუდეველი, ან მუსულმანი მიდის თავის მოძღვართან და ეკითხები რჩევას და ღებულობს ამ რჩევას და თავისი რწმენისადმი ფიქრობს როგორ მოიქცევს, გამოდის რომ ამ რელიგიის წარმომადგენელი ურთიოერთობს საერო პირთან , ერევა ქვეყნის სამინისტროს მოქმედებაში, აქედან გამომდინარე ლაპარაკი იმაზე საერო პირები მოთხოვნილებების მოსახდენად უნდა შედიოდნენ კვირაში ერთხელ, არის ძალიან ზედაპირული, უმეცრული და არარეალისტური საუბარი. რელიგია არის ცხოვრების ორგანული ადგილი და არა სამუზეუმო ექსპნანტი, რომელსაც ჩვენ მივაკითხავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. _ რამოდენიმე დღის წიან ცნობილი გახდა რომ პირველკლასელტა ნეტბუქებში არის ასეთი პოგრამა - მოდით ვისაუბროთ სექსზე. ამ ამბავს მშობლებში და არამხოლოდ მშობლებში გარკვეული კითხვები გააჩინა, გამოითქვა სხვადასვა მოსაზრებები. თვქენ როგორც სკოლის დამფუძნებელ მეპატრონეს რა კომანტარი შეგიძლიათ გააკეთოთ ამ თემაზე? _მე ეს არ ვიცოდი, მაგრამ ეს თუ ასეა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამაზრზენი ფაქტი. ამის მთელი მიმდინარეობაა დასავლეთ ევროპაში , რომელიც მიზანმიმართულად მუშააობს ბავშვების გარყვნაზე და აძალებს მშობლებს რაღაცა მარაზმატიკული ლოზუნგებით , რომ თურმე ბავშვებს ადრეული სექსუალური განათლება უნდა მიეცეს . მე არ მიკვირს ეს წინა ხელისუფლების მხრიდან . მაგრამ ეს მაქსიმალურად უნდა იქნას დახვეწილი და ამოღებული სასკოლო ნეტბუქებიდან.

- თქვენ განაცხადეთ რომ პოლიტიკაში არ წახვალთ. არ განიხილავღ რომ გადაწყვეტილება შეცვალოთ იმ შემთხვევაში თუ თანამდებობრივი შეთავაზება მიიღეთ? დატანხმდებით შემოთვაზების შემთხვავაში რამე პოსტს?
 - არა! მე ვთქვი, რომ არავითარი სურვილი და ინტერესი ამ სფეროს მიმართ არ გამაჩნია და თუ კი მომავალში რაიმე შეიცვლება, მე არ დავიწყებ დამალვას... ადრე მაბრალებდნენ სააკაშვილის დროს რომ ხან ვითომ დამხობას ვაპირებდი, ხან ვითომ გიორგი თარგამაძეს ვაფინანსებდი, ხან ვითომ ვის აღარ ვაფინანსებდი და ვის აღარ ვუჭერდი თურმე მალულად მხარს. ეს იყო აბსოლუტური გაურკვეველი, ტოტალური ცილისწამება და მაშინ ვთქვი, რომ თუ რაიმე შეიცვლება, რა მაქვს დასამალი, გამოვალ და გულწრფელად ვიტყვი, რომ მივდივარ ამ საქმეში მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა არავითარი ინტერესი პოლიტიკის მიმართ არ გამაჩნია და იმედი მაქვს , რომ ასე დარჩება.