„ჟირონას“ მთავარმა მწვრთნელმა მიჩელ ანხელმა ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში „რაიო ვალეკანოსთან“ გამარჯვების (3:0) შესახებ ისაუბრა.
„გვინდოდა თამაშისა და ზეწოლის გაკონტროლება, მაგრამ თანმიმდევრულობა გვაკლდა. თუმცა, მათ შემტევ სვლებს კარგად ვუპირისპირდებოდით. ბედნიერი ვარ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო მესამედში უნარები უნდა გაგვეუმჯობესებინა. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა.
ეს იყო საკვანძო მატჩი ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლაში. ახლა ბილბაოს „ატლეტიკი“ (მეხუთე ადგილზეა) ათი ქულით ჩამოგვრჩება. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და გვინდა, რომ მუხტი შევინარჩუნოთ.
ახლა ჩვენ შესანიშნავ მომენტში ვართ და უნდა ვისიამოვნოთ. მინდა, რომ ფეხბურთელები სიხარულით მოვიდნენ და ამ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ფეხებში სიმძიმე არ იგრძნონ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა“, - ციტირებს მიჩელის სიტყვებს Mundo Deportivo.
26 ტურის შემდეგ „ჟირონა“ პრიმერა დივიზიონის ცხრილში მეორე ადგილზეა 59 ქულით. ჩემპიონატს მადრიდის „რეალი“ ლიდერობს (65 ქულა).