"ნიუკასლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა პრემიერლიგის ტიტულის მთავარ პრეტენდენტებზე ისაუბრა.
„როდესაც უყურებ გუნდს, რომელიც ზედიზედ რამდენიმე კვირა ვერ ახერხებს კარგი შედეგების მიღწევას, იწყებ ფიქრს, რომ მათი შანსი გაქრა. ვფიქრობ, „მანჩესტერ სიტისთვის“ კარგია, რომ ეს ადრეც გაიარეს. მათ იციან, რომ პანიკას აზრი არ აქვს.
მაშინაც კი, როცა კარგად არ თამაშობენ, სჯერათ საკუთარი თავის და რასაც აკეთებენ, იციან, რომ თუ გააგრძელებენ ამაზე მუშაობას, ეს საბოლოოდ შედეგს მიაღწევენ. ასე რომ, ისინი პანიკაში არ არიან.
ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ „ლივერპულს“ ჰყავს მწვრთნელი, რომელიც სეზონის ბოლოს მიდის, ამიტომ ისინი ცოტა მეტი ზეწოლის ქვეშ არიან.
ასევე გვახსოვს, რა დაემართა „არსენალს“ გასულ სეზონში, ამიტომ მათზეც არის გარკვეული ზეწოლა.“ - ციტირებს შირერის სიტყვებს Metro.
პრემიერლიგას 26 ტურის შემდეგ „ლივერპული“ 60 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტია“ (59 ქულა). სამეულს ლონდონის „არსენალი“ ასრულებს (58 ქულა).