„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ „კალიარისთან“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის რეაქციაზე ისაუბრა, რომელიც მას „ბარსელონასთან“ შეხვედრაში შეცვლის შემდეგ ჰქონდა.
მელუზომ ქართველი ფეხბურთელი DAZN-ის პირდაპირ ეთერში დაიცვა და თქვა, რომ მას დიდი ჩემპიონის დამოკიდებულება ჰქონდა.
„მას არანაირი არაპროფესიონალური ქცევა არ ჰქონია. ნებისმიერი შეცვლილი ფეხბურთელი არ არის ბედნიერი. მისივე აღიარებით გვითხრა, რომ გაბრაზებული იყო, რადგან შესაბამისად ვერ ითამაშა. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ნებისმიერ დიდ ჩემპიონს შეიძლება დაემართოს. მას დიდი ჩემპიონის დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან სხვაზე არ გაბრაზებულა. ის გაბრაზდა იმ მიზეზით, რაც უკვე აღვნიშნე“, - განაცხადა მელუზომ.