ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა ფაბიო კარესამ „ნაპოლის“ ფეხბურთელები გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, მხოლოდ მწვრთნელები არ არიან დამნაშავენი. მან შეკითხვაც დასვა, რატომ ვეღარ ატყუებს მეტოქეს ხვიჩა კვარაცხელია.
„ნაპოლის“ ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ! მხოლოდ გარსია ათამაშებდა რასპადორის მარჯვნივ და ცვლიდა კვარაცხელიას? ახლა კალცონაც იგივეს აკეთებს. ჩვენ ყოველთვის ისე ვსაუბრობთ, თითქოს ფეხბურთელები მაგიდის მოთამაშეები იყვნენ და მწვრთნელები მათ გარედან ხელმძღვანელობდნენ. საუბარია არა თოჯინებზე, არამედ მამაკაცებზე. „ნაპოლი“ ამის დასტურია: მათ სამი მწვრთნელი შეიცვალეს და ვხედავთ საქმე როგორ მიდის. ფეხბურთელები საკუთარ თავს უნდა დაეხმარონ.
გასაგებია ტექნიკური მხარე, გასაგებია კონტრაქტის საკითხი რომ არ გვარდება, მაგრამ ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, კვარაცხელია მეტოქეს რატომ ვეღარ ატყუებს?!“, - თქვა კარესამ.