ფედელე:

ფედელე: "კვარაცხელია უკმაყოფილოა და ეს მხოლოდ თამაშით არ არის გამოწვეული"

ფაბიო კანავაროს ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკმაყოფილოა და ეს მხოლოდ „ბარსელონასთან“ შეცვლით არ არის გამოწვეული.

ფედელემ ხაზი გაუსვა კონტრაქტის და ხელფასის საკითხს. მან იმედი გამოთქვა, რომ ხვიჩა „ნაპოლიში“ კიდევ ერთი წელი მაინც დარჩება.

„კვარაცხელია უკმაყოფილოა. მისი რეაქცია მხოლოდ თამაშით არ იყო გამოწვეული. კვირის განმავლობაში ის საკუთარ მომავალზეც ფიქრობს. იმედი მაქვს, რომ მინიმუმ ერთი სეზონი კიდევ დარჩება და კარგი იქნება, თუ ისე დააკმაყოფილებენ, როგორც ოსიმენი. არ მჯერა დე ლაურენტისის სიტყვების, რომელმაც თქვა, რომ კვარას გარემოცვამ კონტრაქტის განახლებაზე საუბარი სეზონის დასრულების შემდეგ მოითხოვა“, - თქვა ფედელემ.