„ბარსელონას" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი კლუბის ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირი გახდა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფების ისტორიაში - წერს სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალი Opta Sport.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის გასვლით მატჩში „ნაპოლის“ წინააღმდეგ (1:1), ლევანდოვსკიმ მე-60 წუთზე გაიტანა გოლი. ამ დროს პოლონელი 35 წლისა და 184 დღის გახლდათ. რაც ახალი საკლუბო რეკორდია.
„ბლაუგრანას" წინა რეკორდსმენი ლიონელ მესი იყო, რომელმაც 2021 წლის მარტში პსჟ-ის წინააღმდეგ გოლი 33 წლისამ და 259 დღისამ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი „ბარსელონაში" 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მესიმ კლუბი მანამდე ერთი წლით ადრე დატოვა.
მიმდინარე სეზონში პოლონელმა თავდამსხმელმა კლუბის შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში 34 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 18 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ბარსელონა“ – „ნაპოლის“ საპასუხო მერვედფინალური მატჩი 12 მარტს კატალონიის დედაქალაში გაიმართება.