დანი ალვეშს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

დანი ალვეშს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბარსელონას ყოფილ მცველს, დანი ალვეშს გაუპატიურებისთვის 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - გვამცნობს ტვიტერზე BBC.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ალვეშს ბარსელონას ღამის კლუბ Sutton-ში 23 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალი წაუყენეს. 20 იანვარს ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს. მოგვიანებით მას რამდენჯერმე უარი უთხრეს დროებითი გირაოს გადახდაზე.

ბრაზილიელი მცველი ცნობილია ბარსელონაში თამაშით. კატალონიელთა შემადგენლობაში ალვეში ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის თასი და სუპერთასი.

ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კი მცველმა ორჯერ გაიმარჯვა ამერიკისა და კონფედერაციის თასების გათამაშებებში.