მადრიდის „რეალის" ხელმძღვანელობას და პირადად კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გერმანელი ნახევარმცველის ტონი კროოსის გუნდში შენარჩუნება სურს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი მარიო კორტეგანი.
წყაროს ცნობით, პერესმა კროოსს აცნობა გუნდში დარჩენის სურვილი, მაგრამ ჯერჯერობით ფეხბურთელს ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. გერმანიის საფეხბურთო კავშირს სურს, რომ კროოსმა მონაწილეობა მიიღოს ეროვნულ ნაკრებში მომავალ ევროზე, ხოლო თავად ტონი ჯერ კიდევ განიხილავს მის მომავალს.
შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსი მადრიდის „რეალში" 2014 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში გერმანელმა ფეხბურთელმა მადრიდელებთან ერთად 21 ტიტული მოიგო.