ვალტერ მაძარი: „წაგებას არ ვიმსახურებდით“

ვალტერ მაძარი: „წაგებას არ ვიმსახურებდით“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ სერია A-ს 24-ე ტურში „მილანთან“ მარცხის შემდეგ (0:1), სერია A-ს დარჩენილ სეზონში გუნდის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგება. მიუხედავად ტრავმების პრობლემებისა, დღეს შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და წაგებას არ ვიმსახურებდით, არადა ჩვენი მეტოქე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. ვინც ცხრილში გვისწრებს ბევრი ჯერ კიდევ არ ჩამოსულა ნეაპოლში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, მინიმუმ მეოთხე ადგილისთვის ვიბრძოლებთ“, - ციტირებს მწვრთნელის სიტყვებს DAZN.

„ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მეცხრე ადგილზეა. მეოთხე ადგილზე მყოფ „ატალანტასთან“ სხვაობა 7 ქულაა.