„არც აგრესიული ვიყო და არც ის გავაკეთო რასაც „ოცენება“ აკეთებს, ასეთი პოზიცია ვერ იდება, ამას შემოქმედება უნდა“

„არც აგრესიული ვიყო და არც ის გავაკეთო რასაც „ოცენება“ აკეთებს, ასეთი პოზიცია ვერ იდება, ამას შემოქმედება უნდა“

სალომე ზურაბიშვილმა მომავლის ქარტიის ეგიდით, „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ საკოორდინაციო ცენტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსა და ოპოზიციასთან შეხვედები განაახლა. ანალოგიური შეკრება პრეზიდენტთან გასულის წლის ოქტომბერშიც გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მაშინ ერთ გუნდად შეკრების მიზეზი იყო 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების გზები.

ოპოზიციის წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად რიგ-რიგობით მიდიოდნენ. პრეზიდენტმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან, ნათია მეზვრიშვილთან და ანა ბუჩუკურთან. მაშინ, შეხვედრები, რომლის ინიციატორი ზურაბიშვილი იყო, შედეგზე ორიენტირებული ვერ აღმოჩნდა, რადგამ ოპოზიციის ის წევრები, რომელთანაც იგი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას განიხილავდა, დასავლეთში ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდნენ და ევროპელ პოლიტიკოსებსარწმუნებდნენ, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

დღეს, პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შეხვედრები გაანახლა, მაგრამ ამ შეხვედრაზე არ მიდიან გახარიას პარტიის წევრები იმ მოტივით, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ ფორმატში, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ქვეყნის მომავალს უკავშირებენ. როგორც ანა ბუჩუკური აცხადებს, პრეზიდენტის მოულოდნელად გაცხადებული ფორმატი მიუღებელია.

„ამ ფორმატში მონაწილეობას ის პარტიები იღებენ, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირებდნენ. კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიმეორა, რომ მათი მხრიდან ეს ფორმატი გამოყენებული იქნება სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. მონაწილეობას არ მივიღებთ იმ ფორმატში, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირებენ. ამ ფორმატში ისეთი ადამიანები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ საქართველო სტატუსს არ იმსახურებდა, ვიდრე არჩევნები არ ჩატარდება და სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

რეალურად, გახარიას ბოიკოტს სხვა მიზეზი აქვს. ცდილობს პოლიტიკურ ველზე დამკვიდრდეს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია. ამიტომ, გახარია ყველასგან განსხვავებით საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს აყალიბებს. რამდენად იქნება გახარიას პოლიტიკური სვლა წარმატებული, უცობია.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ თავიდანვვე, გახარიამ როგორც კი დამოუკიდებელ ფიგურად შესთავაზა თავი საზოგადოებას, თქვა, რომ იქნებოდა მესამე. შესაბამისად, დიდი შანსი ჰქონდა, რადგან ბევრი მომხრე ყავდა მოსახლეობაში, მაგრამ მერე იყო ძალიან პასიური დიდ ხანს, დაუახლოვდა ოპოზიციურ ჟურნალისტებს და ჰქონდა ინტენსიური კონტაქტები.

„ანუ, ცენტარლური წერტილი ვერ დაიჭირა. გადახრა გამოუვიდა. ამიტომ, მოერგო იგივე კობახიძის და მმართველი პარტიის ფორმულას - „ეს ნაციონალია“ . გახარიამ მისი საქციელით ვერ გააქარწყლა ეს მოვლენა. დღეს რომ არ მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების თავშეყრაში და გვერდით მყოფი უნდა რომ იყოს, ეს აღარ კმარა.

უნდა დაიდოს კონცეფცია, უნდა დაიდოს საკადრო გადაწყვეტილება ისეთი, რომელიც მოსახლეობას დაარწმუნებს, რომ ეს არის, რეალურად, მესამე ძალა. ჯერჯერობით, პოტენციალი რომ დადო - „მესამე პოლიტიკური ორიენტაცია“ - ეს არაა მარტო სახე და ბიოგრაფია, მესამე პოლიტიკური კურსი უნდა დაიდოს. ამის პოტენციალს ვერ ვხედავთ და ამიტომ არის, რომ ოპოზიციური პარტიები არ ჩნდებიან“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ოპოზიციურ პარტიად რომ წარსდგე, შესაბამისი ეკონომიკური გეგმა და ასევე, ალტერნატიული საგარეო და საშინაო პოლიტიკა უნდა გქონდეს, რასაც ვერც ქართული ოპოზიცია და ვერც გახარია ვერ დებს.

„ჯერჯერობით, მისგან ასეთი სტრატეგიული წონის დებულებები არ გამიგია. სურვილი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ გამოცდილება და ალტერნატიული სამოქმედო გეგმა არ აქვთ. თავისებური კრიზისი ჰქონდა სააკაშვილს, ოპოზიციას ფიზიკურად უსწორდებოდა, გავიხსენოთ კობა დავითაშვილის ისტორია. ეს კრიზისი იყო და ამიტომ არ იქმნებოდა ოპოზიცია. დაძლია ივანიშვილმა ეს ბარიერები და მოვიდა.

მაგრამ ახლა შეიქმნა მეორენაირი კრიზისი - ხელისუფლება არ აშინებს არავის ძალმომრეობით, მაგრამ ვერ იდება კონცეფციები. ანუ, თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა ალტერნატივა. მისი ალტერნატივა არის აგრესიული „ნაციონალური მოძრაობა“ და ამაზე თამაშობს „ქართული ოცნება“. მესამე, არც აგრესიული ვიყო და არც ის გავაკეთო რასაც „ოცენება“ აკეთებს, ასეთი პოზიცია ჯერჯერობით ვერ იდება, ამას შემოქმედება უნდა. მარტო სურვილი, რომ მე არც ერთი მომწონს და არც მეორე, არ ყოფნის. ასეთი შემოქმედება ჯერჯერობით არ ჩანს.

აი, ახლა რასაც აკეთებს კობახიძის სტრატეგია, საკამათოა და მოდით, ვისაუბროთ. ეს ნიშნავს, რომ რასაც შესთავაზებს ოპოზიცია, იმას გააკეთებს „ქართული ოცნება“. ანუ, შენ მითხარი და მე გავაკეთებ, მაგრამ თუ „ოცნება“ გააკეთებს, მაშინ ახალმა პარტიამ რა უნდა ქნას? ასეთ შემთხვევაში ახალი პარტიის გასაკეთებელი აღარაფერი არ რჩება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ გახარია ვერ გახდება მესამე პოლიტიკური ძალა და ბოიკოტი რომელიც სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა იმით აიხსნება, რომ პრეზიდენტი არის პოლიტიკური საფლავში ჩამარხული ძალა, რომელსაც არავითარი რეიტინგი ქვეყანაში არ გააჩნია და მათ შორის პოლიტიკური წონა.

„მას უნდა ჩამოყალიბდეს ვითომდა მესამე პოლიტიკურ ძალად, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდება და რატომ? - იმიტომ, რომ საქართველოში უმადურ კაცს დაფასება არ აქვს. მან იმ კაცს დაუწყო გახდა, ვინაც ჩააცვა და დაახურა. მიაქციეთ ყურადღება რა დროს გაიქცა პრემიერის თანამდებობიდან - გაიქცა იმ დროს, როდესაც მან ვერ შეძლო ერთი უბადრუკი მელიას დაპატიმრება. უღალატა იმ პრინციპებს, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო ინტერესები და მისი გადადგომით სახელმწიფო დააყენა რყევების ქვეშ.

ამიტომ, მე ერთ რიგით ამომრჩეველს რა გარანტია მაქვს, რომ გახარიასთანა უბადრუკ პოლიტიკოსებს ხმა მივცე და მან კრიტიკულ მომენტში არ მიღალატოს, როგორც უღალატა ქართულ სახელმწიფოს?! მისი დასაკლავი დანა ყელში გამოისვა და ფაქტობრივად, გახარია წარმოადგენს არარაობას. არ მინდა გახარია ჩავრიცხო იმ რიგებში, როგორიც არის ე.წ. მე-5 კოლონა და ვფიქრობ, რომ არც არის. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მან თავისი ქმედებით ძალიან დიდი ღალატი ჩაიდინა არა ცალკეული პიროვნებების მიმართ, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ, რომლის პატიება არ არსებობს. ღალატი, ღალატითვე ვერ გამოისყიდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

Gami რატომ საუბრობს ეს ორი ექსპერტი "მესამე ძალაზე"? ძაბირაძემ რაღაზე იყბედოს?! ისე, ამ გახარიას მოსახლეობაში ბევრი მომხრე როდის ჰყავდა?
8 თვის უკან