კლოპი „ბარსელონას“ არ გაწვრთნის

კლოპი „ბარსელონას“ არ გაწვრთნის

Catalunya Ràdio-ს ინფორმაციით, იურგენ კლოპმა ერთი წლით დასვენება გადაწყვიტა და შესაბამისად, ახალ სეზონში მას ვერცერთ კლუბში ვიხილავთ.

ცნობილია, რომ გერმანელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ასევე ცნობილია, რომ ზაფხულში „ბარსელონადან“ მიდის ჩავი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი კლოპის კატალონიურ კლუბში მიწვევაზე ოცნებობს, თუმცა წყაროს ცნობით გერმანელს მყარად აქვს დასვენება გადაწყვეტილი და არც ლაპორტას და არც სხვა კლუბის წარმომადგენლის ზარს არ უპასუხებს.